ფარნავაზ მეფე

 ფარნავაზ l იბერიის პირველი მეფე  ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეორე მეფეძვ. წ. IV საუკუნეში. ქართლის ცხოვრების თანახმად მან შექმნა ართული დამწერლობა. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.

ფარსმან II ქველი

 

ფარსმან II ქველი  ამაზასპ I-ის ძე. იბერიისუძლიერესი მეფე. რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველი ეწოდა. მეფობდა დაახლ.120-170 წლებში. ძე მირდატ V-სი. მის დროს იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. 125 წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში, 130წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა - რამაც ძლიერ გაანაწყენა რომი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. მალე ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 144 წელს რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს პიუსის მიწვევით ფარსმან II ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩადის. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყოკოლოსეუმში. ანტონინუს პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. იბერიის გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია. დაახლ. 150-155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზ III-მ ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან II-მ ორჯერვე სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი. მალე ფარსმან ქველი იმდენად გაძლიერდა რომ თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ მან დაამარცა ვოლოგეზ III და მისი დედაქალაქი ქტეზიფონიც კი აიღო. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა.

დაახლოებით 160-იან წლებში ფარსმან ქველი გარდაიცვალა, როგორც ისტორიული გადმოცემა გვაუწყებს იგი მოწამლა პართიელების მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.

 

მირიან მეფე და ნანა დედოფალი

მირიან III  ქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელებისწინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო.337 წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნისრომაელი ისტორიკოსის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „ქართლის ცხოვრება“ კი მას მიიჩნევს პირველი სასანიანი შაჰის შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურისასულის ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.

ვახტანგ გორგასალი

 

 

 (დ. დაახლ. V საუკუნის 40-იანი წლები.— გ. 502) — ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. ხსენების დღე —13 დეკემბერი.

ყრმობა და სიჭაბუკე[რედაქტირება]

442 წელს დაიბადა საქართველოს ტახტის მემკვიდრე ვახტანგ მირდატის ძე. იგი აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს — საურმაგს. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.

მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი,მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართაც მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. საგდუხტმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ,მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა.

მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსიმობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა დაკონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინ აღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში.

451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლი, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. შემდეგ საქართველოს მიწებს თავს ბიზანტიელები დაესხნენ. მანამდე მათ კლარჯეთიც დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მივიდნენ.

ვახტანგი 15 წლიდან 23 წლამდე[რედაქტირება]

458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე,მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი.

ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო.

იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.

ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგანაოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოუგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ. ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი.

ოვსეთში იცოდნენ ქართველთა მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.

ვახტანგის ლაშქარში პირველ რიგებში იდგნენ თოროსნები, მათ მოსდევდნენ ქვეოთები, შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დადევნებოდა გაქცეულ მტერს, ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელსაც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდა ძირითად ძალებს.

შვიდე დღის შემდგომ ლაშქარი გავიდა თიანეთიდან. დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ. მდინარის მეორე ნაპირას უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი. ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი. გავიდა ფარსმან-ფარუხი, თუმცა თარხანმა უხეთქა ხმალი და ბარდაველი ცხენიდან თავგაპობილი გადმოვარდა. მეორე დღეს მან კვლავ მოითხოვა ორთა ბრძოლა. ახლა თვითონ ვახტანგი გავიდა. ქართველთა მეფემ ხაზარს ბრძოლაში თავი წარკვეთა და თავის ბანაკში დაბრუნდა.

მეორე დღეს ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარი, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გომოსჩენია სარკინალ ველზე. მან ვახტანგ მეფე გამოიწვია შესარკინებლად. ეს ორთა ბრძოლაც ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა.

ამ ორთაბროლის დამთავრების შემდგომ მტრისკენ დაიძრა ქართველთა ლაშქარი. გაჩაღდა ბრძოლა ძლიერი. მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ არტავან საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული. ბრძოლა ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგმა ტყვეობიდან იხსნა თავისი და მირანდუხტი და უამრავი თანამემამულე.

დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ვახტანგმა მირანდუხტი ამალით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. ვახტანგმა გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი, სწორედ მაშინ მიიღო მან წოდება „იალბუზის გმირისა“. ვახტანგმა დაამარცხა ყივჩაღები, პაჭანიგები და ჯიქეთი. ამრიგად მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტაგ მეფე. მან აფხაზეთან და ეგრისიდან განდევნა ბიზანტიელები. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ საქართველოს მეფე მცხეთაში დაბრუნდა.

ლაშქრობა პონტოს საქართველოში[რედაქტირება]

464 წლისთვის ბიზანტია ნელ-ნელა სუსტდებოდა, ვახტანგს ახლა ხელსაყრელი დრო ჰქონდა დაებრუნებინა სამხრეთ-დასავლეთ მიწები, რომლებიც ბიზანტას ჰქონდა მიტაცებული. ვახტანგმა შეჰყარა ლაშქარი, მის გვერდით იყვნენ: სპასპეტი ჯუანშერი, ბარდავის ერისთავი ვარაზ-ბაკური და ძუძუმტე არტავაზ, საურმაგ სპასპეტის ძე. დიდძალი ლაშქარი შეიყარა და გაემართნენ პონტოს მიწების დასაბრუნებლად. გზად ქართულ ლაშქარს შეუერთდნენ სომხეთის ერისთავები: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნელი და ამაზასპ ტარონელი.

466 წელს ვახტანგმა ზედეზედ აიღო დიდი ციხესიმაგრეები: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. მერე ზღვის პირას გაუყვა ქართული ლაშქარი. ერთიმეორეზე ეცემოდნენ ბერძნული ქალაქები, ნელ-ნელა ქართველები კონსტანტინოპოლს უახლოვდებოდნენ. ვახტანგმა უბრძანა თავის თანამოლაშრეებს, რომ არავის გაებედა ხალხის ძარცვა, რბევა და უდანაშაულოთა სისხლისღვრა, ის ბერძენი თუ რომაელი იქნებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]ქართველები ქალკედონიდან სამი დღის სავალზე იყვნენ, როდესაც კეისარმა გამოგზავნა ლეგიონები პოლიკარპეს მეთაურობით ქართველთა წინააღმდეგ. შეიბნენ ქართველები და ბიზანტიელები, ბრძოლაში დაეცა ვარაზ-ბაკური, ვახტანგის დედის ძმა. ვახტანგთან შეტაკებაში პოლიკარპე ცხენიდან თავგაპობილი გადმოეშვა. ბრძოლა ქართველთა ხელმწიფის გამარჯვებით დასრულდა.

ბიზანტიის კეისარმა ლეონ პირველმა სამშვიდობო მოლაპარაკება სთხოვა ვახტანგს და მას გაუგზავნა დიასპანებად საეკლესიო მოღვაწეები პეტრე და სამოელი.

ვახტანგი არ აპირებდა ბიზანტიის განადგურებას, რადგან საქართველოს არაფერად წაადგებოდა სპარსეთის გაძლიერება. მას სურდა მხოლოდ ძირ ძველი ქართული მიწების განთავისუფლება და უკვე ეს მიწები მთლიანად მის ხელთ იყო. ვახტანგმა ზავი დადო ბიზანტიის კეისართან და ყოველი ქართული მიწა-წყალი საქართველოს დაუბრუნდა. ვახტანგმა კლარჯეთის ერისთავად დანიშნა არტავაზი, რომელმაც მეფის ბრძანებით აღაშენა ციხე არტანუჯისა, მონასტერი ოპიზისა და ეკლესიები მერისა, შინდობისა და ახიზისა. შემდგომ ვახტანგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა.

„დურ აზ გორგასარ“[რედაქტირება]

464 წელს სპარსეთის მეფის ჰორმიზდ მესამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა პეროზდმა. სამი წელი სპარსელები ემზადებოდნენ საქართველოზე თავდასხმისთვის.

ამასობაში დედოფალმა ბალენდუხტმა (ჰორმიზდ მესემის ასული) ვახტანგს მარჩვილად ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი.

მეფე ვახტანგი შეუსვენებლივ ემზადებოდა ომისთვის, ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, წვრთნიდა ლაშქარს, ამზადებდა ხალხს მტრის დასახვედრად. მან საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან „მაცთური“, ხოლო დანარჩენი მოგვები ან გააძევა საქართველოს საზღვრებიდან, ან სიკვდილით დასაჯა ურჩობისათვის.

467 წელს საქართველოს შემოესია სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი, რომელსაც წინპეროზ შაჰი მოუძღვებოდა. მათ მეგზურად ჰყავდათ ბინქარან „მაცდური“, რომელიც რაღაც მანქანებით მცხეთის საპყრობილედან გამოიქცა.

ვახტანგ გაგზავნა მალემსრბოლი კონსტანტინოპოლში კეისარ ლეონთან, თუმცა იგი ხაზართა წინააღმდეგ იყო წასული. ვახტანგს ისედაც ნაკლები იმედი ჰქონდა ბიზანტიელთა დახმარების, ამიტომ მალემსბოლის დაბრუნებამდე ლაშქარი მზად ჰყავდა მტერთან შესახვედრად.

გზად სპარსელებს მოუკვდათ მეგზური ბინქარანი, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ საქართველოსკენ მომავალი გზები. სპარსელებმა გაიარეს ქვემო ქართლი, სადაც მაშინ პიტიახშად იდგა არშუშა. მტკვრის მარცხენა მხარე სპარსელებით გაივსო. ისინი კარგად ხედავდნენ ვახტანგის მუზარადს, რომელზეც წინ მგელი, ხოლო უკან ლომი იყო გამოსახული.

ბრძოლა დაიწყო ქართველებსა და სპარსელებს შორის. მტრის ჯარის რაოდენობა სამჯერ მეტი იყო, თუმცა ბრძოლის სასწორი თანასწორად ქანაობდა. საარაკო გმირობით იბრძოდა ვახტანგ მეფე. იგი იყო ყველგან სადაც მისჭირდებოდა ქართულ ლაშქარს. სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსელები იქ გაიელვებდა და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.

ეს ბრძოლა ოთხი თვე გაგრძელდა. ლეონ პირველმა შეამჩნია, რომ ვახტანგი მის დახმარებას სულ არ საჭიროვებდა, შეეშინდა ვახტანგს შური მათზე არ ეძია დახმარების არ გაწევის გამო და სასწრაფოდ ჯარები გაუგზავნა ვახტაგს ლეონ ანთიპატოსის სარდლობით, რომელმაც ქართველთა მეფეს კეისრის ძღვენი მიართვა და კეისრის სახელითვე ბოდიში მოუხადა.

ბერძენთა ჯარის გამოჩენამ საბოლოოდ გატეხა სპარსელთა შაჰი, უკან გაბრუნდა, კალას დაბანაკდა და ვახტანგთან ზავისათვის ელჩები აფრინა დიდი ძღვენი. შემდგომ თვითონ შაჰი მივიდა. გაიშალა კარავი, სადაც შეიყარნენ სამნი: ვახტანგ მეფე, პეროზ შაჰი და ლეონ ანთიპატოსი. დაიდო ზავი, რომლის თანახმად ბიზანტიასა და სპარსეთს შორის მშვიდობა უნდა დამყარებულიყო. მერე საქართველოსა და სპარსეთის გავლენის სფეროებზე გაიმართა ბჭობა. სამხრეთითარაქსი და აღმოსავლეთით კასპიის ზღვა შეიქმნა საქართველოს სამფლობელოთა საზღვრები.

გორგასალი სპარსეთში[რედაქტირება]

სპარსეთის შათირი, სახელად ბარზაბან, სასწრაფოდ ეწვია მცხეთას. ვახტანგს ბარზაბანმა უამბო, რომ პეროზი ეაჯაბოდა მას სწვეოდა ქტესიფონში. ვახტანგმა პეროზ შაჰის თხოვანა განიხილა და დათანხმდა.

ვახტანგმა შეჰყარა ერისთავნი, ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა, დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა, გრიგოლ, ერისთვი ჰერეთისა, ნერსარან, ერისთავი ხუნანისა, ადარნასე, ერისთვი სამშვილდისა, სამნაღირ, ერისთვი ეგრისისა და სვანეთისა, ბაკურ, ერისთვი არგვეთისა და თარკვერისა, არტავაზ, ერისთვი კლარჯეთისა, ნასარ, ერისთვი წუნდისა, და ბრიტიან, ერისთავი ოძრხისა. ამათ წინაშე ვახტანგმა გამოიყვანა ხუთი წლის დაჩი, ძე და მემკვიდრე. თავზე გვირგვინი დაადგა და დარბაზს უბრძანა, ამიერიდან თაყვანი ეცათ და ეზრუნათ მასზე, ვითარცა ჭეშმარიტ მეფეზე. შემდგომ გამოყო სამი ერსთავი, არტავაზ, ნასარ და ბივრიტიანი, რომლებიც მეფეს თან უნდა წარეყვანა სპარსეთში.

470 წლის აღდგომა დღეს ვახტანგ გორგასალი დედის, დებისა და წარჩინებულ ქართველთა თანხლებით ეწვია იერუსალიმს, მოიხილა წმინდა ადგილები, თაყვანი სცა და მდიდრული ზორვანი გამართა.

ვახტანგი იერუსალიმიდან ანტიოქიას წავიდა, სადაც მას პეროზ შაჰი ელოდა. შაჰი ვახტანგს დიდი ქება დიდებით შეხვდა და დიდი ძღვენი მიართვა.ქართველთა მეფე დათანხმდა სპარსეთის შაჰს შორეულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე. აქედან ვახტანგმა მიიღო პატრუცაგი, რომლის თანახმადაც ლეონ პირველი ვახტანგს დასახმარებლად უგზავნიდა ოცი ათას მეომარს ლეონ ანტიპატოსის სარდლობით. ასევე ქართველთა მეფემ მიიღო სომხეთიდან გომოწვეული ათი ათასი მეომარი. ანტიოქიიდან სპასეთის სატახტო ქალაქში გაეშურნენ. ქტესოფონში ზეიმით შეხვდა ხალხი. არავის აღარ სურდა გაეხსენებინა ქართველებთან განცდილი მარცხი, რაკი უძლეველი ხელმწიფე, ამჯერად მათი მოკავშირე იყო და მათ ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას.

დაიწყო ლაშქრობა აღმოსავლეთისკენ, სპარსეთის ურიცხვი მხედრობა დაიძრა ინდოეთისკენ. გორგასალიც ამხედრდა ორმოცი ათასიანი ლაშქრით: ათი ათასი ქართველი, ათი ათასი სომეხი, ოცი ათასი ბიზანტიელი.

გორგასალის ლაშქრობა სპარსეთში[რედაქტირება]

სპარსელებმა გზად აიღეს და დაიმორჩილეს ჯორჯანეთი, შემდგომ კი შეიჭრნენ ინდოეთში. ვახტანგ გორგასალმა თხუთმეტი ინდოელი „ბუმბერაზი“ მოჰკლა ორთა ბრძოლაში. განგის ხეობაშიც შეიჭრნენ ქართველები, დეჰკანიც დალაშქრეს. შემდეგ მდინარე ინდის სამხრეთსაკენ წავიდნენ, სადაც მდებარეობდა უზარმაზარი სინდეთის სამეფო. მედგრად დაუდგა მტერს სინდეთის მეფე, მრავალი სპარსი დაიღუპა მის ჯართან ბრძოლაში. თვითონ სინდთა მეფე იბრძოდა მედრად, სპილოზე ამხედრებული, იყო იგი ტანად ახოვანი და გულად უშიშარი.

ღამით სინდთა მეფემ ქალაქის კარიბჭიდან დაშორებით, მტრისგან იდუმალ, ღრმა და განიერი ირმო გაათხრევინა და შიგ ათი საუკეთესო მოისარ-მახვილოსანი ჩაასაფრა. დილით ქალაქიდან ერთი ვიღაც „ბუმბერაზი“ გამოიჭრა ამხედრებული, ქართველთა ბანაკს ნავარდით ჩაუქროლა და საომრად ვახტანგ გორგასალი გამოიწვია. მეფეს დაასწრო „დიდმა ეჯიბმა“ საურმაგმა (არტავაზის ბიძაშვილი). მან ცხენი გააჭენა, სინდელს მიუხტა და შესძახა: შენ მეფესთან შებრძოლების რა ღირსი ხარ, მე შემებრძოლე, ვითარცა მონა მონას შეებმისო. შეუტია საურმაგმა, მაგრამ სინდელმა უცებ ცხენი შეატრიალა და გაიქცა.საურმაგიც უკან დაედევნა. უეცრად ჩასაფრებული ათი სინდელი ამოიჭრა მიწიდან და მოკლე შუბები დაუშინეს ზურგიდან. წამსვე წინ გაქცეული შემოუბრუნდა. საურმაგმა მოასწრო – მოპირდაპირეს შუბი გულში ჩასცა და ჩამოაგდო, მაგრამ თვითონაც მკვდარი გადმოვარდა ცხენიდან, ათამა სინდელმა კი ქალაქს შეაფარა თავი.

სამი დღე-ღამე ჩაიკეტა ვახტანგი კარავში ცხედართან ერთად; „იგლოვაგვამსა გვამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყვარელისა“. საურმაგის დაკრძალვის შემდეგ სინდთა მეფე ორთა ბრძოლაში გამოიწვია ვახტანგმა. შეიბნენ მეფენი სინდთა და ქართველთა.ვახტანგმა სინდთა მეფე ცხენიდან გადმოაგდო, თვითონაც ცხენიდან ჩამოვიდა ფეხში ხელი დაავლო და თრევით პეროზ შაჰს მიჰგვარა, მაგრამ ქართველი მეფის ნებით შაჰს მოუწია სინდთა მეფის შებრალება, მხოლოდ ხარკი დააკისრა და მისი ორი შვილიც მძევლად ჩამოართვა. სინდთა მეფემ, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, „უძღვნა ვახტანგს ძღვენი მიუწვდომლად დიდძალი“.

როდესაც სპარსელები და ქართველები ინდოეთიდან წამოვიდნენ და აბაშეთს მიადგნენ. ეს ქვეყანაც დაამარცხეს და დაიმორჩილეს. შემდგომ ვახტანგმა ლეონ ანთოპატოსს თავისი მოციქულები წარატანა კონსტანტინოპოლისკენ, რომ საქართველოში ჩამოეყვანათ ლეონ პირველის ასული, ასევე საეკლესიო მოღვაწეები პეტრე, სამოელი და კიდევ თერთმეტი სხვა საღვდელო.

დაბრუნება გორგასალისა[რედაქტირება]

როდესაც სამშობლოში დაბრუნდა ვახტანგ გორგასალი, მას ბევრი საზრუნავი გაუჩნდა. დიდი იყო მისი სახელმწიფო, ვრცელი, მძლავრი და ბრწყინვალე, მაგრამ ბევრი სისუსტეც შინაგანად თან ახლდა მბრწყინავ სახელმწიფოს. წარჩინებულები ნელ-ნელა ცდილობდნენ შეევიწროვებინათ „წვრილი ერი“. წარმართობაც ჯერ კიდევ სრულიად არ აღმოფხვრილიყო ქართველთა სულში. ქრისტიანული ეკლესიაც არ იყო მძლავრი საყრდენი მეფის უზენაესი ხელისუფლებისა.

ვახტანგ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსობა შემოეღო. სწორედ პირველი კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპიკოპოსად – სამოელი. დანარჩენნი ეპისკოპოსებად უნდა გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში. კათალიკოსობის შემოღებას უნდა აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე. როდესაც მიქაელ ეპისკოპოსმა შეიტყო მეფის განზრახვა, ძლიერ განრისხდა.

ვახტანგ მეფემ ტფილისის ხეობა მოიხილა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ტფილისის ადგილმდებარეობის სამხედრო, საპოლიტიკო და სამეურნეო მოხერხებულობაში. შემდგომ მან გზა განაგრძო არმაზის ხევთან ვახტანგმა იხილა მცხეთიდან მომავალი ბრწყინვალე ტაძრიონი, რომელსაც წინ მოუძღვოდა მეფის ცამეტი წლის ძე დაჩი. მეფის წინაშე წარსდგა და თაყვანი სცა ჯუანშერ სპასპეტმა. მთელი ტაძრიონი ეთაყვანებოდა დიდებულ გვიგვინოსანს. ამ დროს გამოჩნდა მიქაელ ეპისკოპოსი; როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მან დასწამა მეფეს ვითომ ქრისტიანობა დაუტევებია, ფეხი მოუქნია და ფანდაკით კბილებში სცა საქართველოს დიდებულ ხელმწიფეს, წინა კბილი შეემუსრა და სისხლი წარსდინდა. ვახტანგის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად წაიყვანეს.

ლეონ პირველმა ცამეტი საეკლესიო მოღვაწე და თავისი ასული ელენე დიდძალი ძღვენითურთ და და დიდი სამხედრო ამალით საქართველოსკენ გამოისტუმრა.

აღმშენებლობა გორგასალისა[რედაქტირება]

ვახტანგ მეფე დიდი მშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული. მან მცხეთაში, ძველ, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა. ახალ დიდ ქართულ ლავრაში ვახტანგმა კათალიკოსად დასვა პეტრე, მის თანაშემწედ– ეპისკოპოსი სამოელი. აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა თავის მეუღლე - ელენეს, ლეონ პირველის ასულს. იმავე ხანებში ვახტანგმა განასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა. ვახტანგის ბრძანებით ასევე აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები, ნიქოზს, ნინოწმინდას, ჭერემსა და ჩელეთს.

დიდი ომები და გორგასალის გარდაცვალება[რედაქტირება]

ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან ომისთვის, მან დასაჯა სიკვდილით ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი და მაშინვე ომისთვის დაიწყო მზადება, რადგან იცოდა, ვარსქენის მოკვლა სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

პეროზ შაჰმა უზარმაზარი ურდოები გადმოისროლა საქართველოსკენ, მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი შვიდი დღე ამაოდ უცდიდა დახმარებას ბიზანტიიდან და ჰუნებისგან, სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ამ ბრძოლის პირველივე შეტაკებაში ვახტანგმა ვერ გაიმარჯვა, წარჩინებულები მეფის ღალატს არ წყვეტდნენ, და მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად.

საომარი ველი სპარსელთა გვამებით იყო დარეცილი. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალს მოუწია უკან გაბრუნება, რადგან პეროზ შაჰი, ისე დაიღუპა ჰუნებთა ბრძოლაში, რომ მისი გვამიც კი ვერ იპოვეს.

სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა ბალაშ (484-488). ამ დროისთვის ვახტანგმა გორგასალმა სავსებით აღიდგინა პირველობა წინა აზიაში. 488 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავადი (488-531).

სანამ სპარსეთში შიდა არეულობა გრძელდებოდა, ვახტანგ მეფე ტფილისს იდგა და ახალი სატახტოს მშენებლობას მისცემოდა თავდავიწყებით. ამ პერიოდში ქტესოფონიდან მოციქული მოვიდა, რომელმაც მოახსენა, რომ კავად შაჰი მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.

ვახტანგ გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. 502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თვითონ კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოესია ივრის ხეობას, რუსთავს და სამგორს. ქართველთა ჯარი მტერზე ხუთჯერ ნაკლები იყო.

ბრძოლის წინ კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ბრძოლაში გაემართნენ ქართველები, „შეიბნენ იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა ბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი“. სამი დღე წონასწორად ქანაობდა ბედის სასწორი. მეოთხე დღე გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ვახტანგმა შეკრა და შეამჭიდროვა შეთხელებული ქართული ჯარი, კვლავ დალოცა ისინი პეტრე კათალიკოსმა.

სამ ნაწილად დაჰყო ლაშქარი ვახტანგმა. ფლანგებზე – მარჯვნივ ჯუანშერ სპასპეტი უსარდლა, მარცხნივ – ადარნასე ერისთავი. თვითონ მეფე შუა ნაწილს ჩაუდგა და საიერიშოდ სპარსელთა ბანაკის შუაგული, თვით შაჰის კასრავი მოინიშნა.

როგორც კი გათენდა ვახტანგმა იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი.

წამით მეფემ ნაცნობი სახე შენიშნა კარვის კალთის მიღმა, მაგრამ ვერ გაიხსენა, სპარსელმა უფლისწულმა მოუქნია ხმალი. მეფემ იფარა ვიგრის ფარი, მარცხენა ხელით ზეასროლილი, იღლია მოუშიშვლდა, იღლიაში გაბჭოლავი ბრჭუალი შეიგრძნო, კარვის კალთის წინ მთელი ტანით აღმართულიყო კაცი გველის უძრავი თვალებით, გაწვართულიყო მშვილდით; ის, ვინც ესროლა გორგასალს შიშველ იღლიას. მაგრამ ტკივილის მიუხედავად ვახტანგმა შუაგაპობილი დააგდო ბარტამი. ხოლო ის მოღალატე გაქრა. ისარი საკმაოდ ღრმად შევიდა სხეულში და მეფემ ვერ ამოიღო. მზის ამოსვლისას დაჭრილი მეფე საღამომდე იბრძოდა, არავის ახლოს არ იყოლებდა, რომ არ შეემჩნიათ ჭრილობა. ისევ იმოდა „დურ აზ გორგასარ“ და სპარსელები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ. გორგასალმა ბრძანა, რომ ყველა სპალალარი და ერისთავი თავის ადგილზე დარჩეს, საომარ წყობით.

ეს ბრძანა და უჯარმას წავიდა. მთელი გზა ცხენზე ამხედრებულმა გაიარა, მხლებლების შეუშველებლად. როდესაც მივიდა უჯარმას, შევიდა სასახლეში და სარეცელზე დაეცა. ძლივს ამოიღეს ისარი დასტაქარებმა მეფის სხეულიდან. მაინც შეიტყვეს სპარსელებმა ვახტანგ მეფის სასიკვდილოდ დაჭრის შესახებ, გაიხარეს და შემობრუნდნენ. რუსთავიდან ტფილისში გადავიდნენ, მაგრამ არმაზის კართან ნერსემ და ბივრიტიანმა უკუაქციეს მტერი. კავად შაჰმა შეიტყო, რომ ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოისწრაფოდა ქართლისკენ დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა.

კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.

ვახტანგმა გარდაცვალების წინ გამოაცხადა დაჩი ახალ ხელმწიფედ და დაუტავა ქართველ ერს ანდერძი: ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის. ვახტანგი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა.

 

 

 

დავით 4 აღმაშენებელი 1089-1125.

 

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი — გ.24 იანვარი, 1125) — საქართველოს მეფე 1089-1125,გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი.

უფლისწულობა

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.

მეფობა

დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.

რეფორმები

სახელისუფლო: დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარილიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.

საეკლესიო: საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში „ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ“. სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.

საქართველოს სამეფო დავით IV–ის მმართველობაში

ეკონომიკური: დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას — სააჯო კარს.

სამხედრო: ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118-20 ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― „მონა-სპა“.

სამხედრო კამპანია

1099 დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103აიღო ზედაზენი. 1104 საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.

1110 წელს ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115  რუსთავი, 1116 წელს დავითმა ტაოში დაზამთრებულ თურქებს შეუტია და განდევნა საქართველოს საზღვრებიდან,1117  გიში, 1118 ლორე. 1120 წლის 14 თებერვალს დავითმა ილაშქრა შირვანში და აიღო ქალაქი ყაბალა, 1121 წლის აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. დავითს ამ ომში მოუწია თავისი 55 - ათასიანი ლაშქრით შებმოდა თურქ-სელჩუკთა 300 ათასიანი არმიას. მეფემ იმისათვის, რათა არ გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან მეომრები. უკან წასასვლელი გზა ჩახერგა. გადაწმყვეტი ბრძოლის წინ მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ.მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით ვიდრე შერცხვენილნი გავიქცევით. ახლა კი ამ ხეობის შესავალი, რომლითაც აქ შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო ვისმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს. მაშ გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის.“ ისტორიკოსებმა ამ შეტოქებას მუსლიმ ურიცხვ არმიასა და ქართველთა მცირერიცხოვან ლაშქარს შორის „ბრძოლაი საკვირველი“ შეარქვეს.

ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაშიგამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს. თბილისის დამორჩილების შემდეგ 1123 წლის მარტში დავითმა დაიმორჩილა ქალაქი დმანისი.

დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 წელს დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 წელს დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღოანისიც.

ტოლერანტობა

დავითი განსაკუთრებულ ტოლერანტობას იჩენდა მუსლიმების მიმართ. აძლევდა მეჩეთის აშენების უფლებას, ნაკლებ გადასახადებს ახდევინებდა, მუსლიმთა დასახლების ადგილებში კრძალავდა ღორის დაკვლას, მათ საკუთარი მონეტაც კი მოუჭრა; აძლევდა უფლებას, რომ მათი სულთნისთვის ელოცათ და არა მისთვის - დავითისთვის, და თავის შვილთან დემეტრესთან (მოგვიანებით დემეტრე I) ერთად ესწრებოდა მუსლიმთა ლოცვას.

აღმშენებლობა

დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.

ფრესკა, გელათი

დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.

დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიისგანვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები„გალობანი სინანულისანი“, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. „გალობანი სინანულისანი“ ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.

დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.

ტიტულატურა

„ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“

დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართულიტიტულები. ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის,მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თვით ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე - კეისარობა წარმოადგენდა, რომელიც იმპერატორმა დავითის მამას გიორგი II-ს მიანიჭა. კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა.

ქართველებიდან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გუარამს მიანიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.

ქართული ტიტულატურა (ტიტულების ჯგუფი), ჩამოყალიბებას ბაგრატ III–ის დროს იწყებს და დავითის შემდეგაც გრძელდება. ბაგრატმა აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოები გააერთიანა და შედეგად მიიღო ტიტული – „მეფე აფხაზთა და ქართველთა[2].

დავით აღმაშნებლის საფლავი, გელათი

რანისა (არანი) და კახეთის შემოერთების შემდეგ, ქართველ მეფეთა ტიტულიც იზრდება და დავითი იწოდება: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. მოგვიანებით ამას ემატება წოდება „მეფე სომეხთა“. მას მერე რაც დავითმა ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა, ქართველ მეფეთა სრული ტიტული გახდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“[3]

ლორე-ტაშირის გარდა შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა[3]. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

 

 

 

მეფე თამარი1184-1213

 

თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთასამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილიიური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია„გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იურისაქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელსდავით სოსლანზე.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერესსახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[2][3] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.[4][5][6] თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

ცხოვრების ადრეული წლები

გეგუთის სასახლის ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.

გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანისასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი[7].

1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიცხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.

ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა ... მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა ... და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“[8]. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე.[9] ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდასახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.

მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.[9][10][11][12]

1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეშიმყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.

გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.

სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ[13][14]. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარიყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.

მეფობის ადრეული წლები და პირველი ქორწინება

თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და გიორგი მესამის ფრესკები ბეთანიის მონასტრის ჩრდილოეთ ფასადზე.

დიდგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმაყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.

ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე დასაქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი –სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილი იქნა, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.

ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობა ანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.[15]

მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა[16]. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:

 

ვიკიციტატა
კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.[17]

 

მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს [18][19][20]. თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“[21]. საქართველოდანგანდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა.[22][23]

იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანი  კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცო სამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთში, თმოგვსადა ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა[24]. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა.[25] რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს [26].

1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში(ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას მარცხი განიცადა.

მეორე ქორწინება

თამარ მეფის ფრესკა ყინწვისის მონასტერში

გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვიდააღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს[9].

რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟისდემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთშიგადაიხვეწა[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.[27]

თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები[საჭიროებს წყაროს მითითებას].

ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ.

საგარეო პოლიტიკა

მუსლიმი მეზობლები

საქართველო და კავკასია თამარის გარდაცვალებისას (რუკაზე პირობითად აღნიშნულია 1213 წელი)

თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. ამ პერიოდში თურქები უკიდურესად შევიწროებულები იყვნენთარგი:ვისგან. მდგომარეობამ ისინი აიძულა გაერთიანებასა და კოალიციურ ლაშქრობაზე ეფიქრათ. მათ ბაღდადის ხალიფას მიმართეს და განზრახული ლაშქრობის მოწყობაში დახმარება სთხოვეს. ბაღდადის ხალიფა ფაქტობრივად აღმოსავლეთის მუსლიმანური რელიგიის მეთაურად თვლიდა თავს[საჭიროებს წყაროს მითითებას] და ქრისტიანების წინააღმდეგ „მართლმორწმუნეთა დასაცავად“ ყოველთვის მზად იყო. ხალიფამ ლაშქრობის მოსაწყობად დიდი თანხები გამოჰყო[საჭიროებს წყაროს მითითებას].

იმ დროისთვის, ირანის ადარბადაგანის მმართველი აბუ-ბაქრი, ერთპიროვნული მბრძანებელიგახდათარგი:სად. სწორედ აბუ-ბექრმა ისარგებლა ხალიფას მატერიალური დახმარებით და მისი მოწოდებაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან აღმოსავლეთის თურქთა [[{{{1}}}|?]] დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი. აბუ-ბექრი პირველად შირვანისკენ გაემართა. შირვანშაჰი აღსართანი და მისი სიძე ამირ-მირმანი ვერ გაუმკლავდნენ მტერს. შირვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, შესაბამისად, საქართველოს შირვანის მიმართ გარკვეული ვალდებულებაც ეკისრა.

საქართველოს სამეფო კარის გადაწყვეტილებით დიდძალი ლაშქარი შეიკრიბა. ქართველთა ლაშქარიბრძოლისათვის გაემართა, შამქორისაკენ.[28] ცხენოსანთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან დაიძრა და მდინარე ხრამიდან შამქორისწყლამდე მანძილი დღე-ღამეში გაიარა. შამქორის ბრძოლა 1195წელს გაიმართა[29]

ისტორიული ქალაქი შამქორი მდინარე შამქორისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა[30] და მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო.[31] აბუ ბაქრი ქალაქში გამაგრდა, ამიტომ ქართული ლაშქრის მთავარი დარტყმის ობიექტად ქალაქი შეირჩა. ციხესიმაგრეზე შეტევას, ლაშქრის მარჯვენა ფრთა ახორციელებდა. დავით სოსლანის რაზმი ცუდი გზების გამო დაყოვნდა. მისმა მოსვლამ არსებითად შეცვალა ბრძოლის ვითარება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ქართველებს ხვდათ წილად.

თამარ მეფის ხელრთვა

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელში აღმოჩნდა კავკასიისუმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები: განძა, ანისი, კარი, თურქთა გავლენა რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა. ციხე-ქალაქი კარი[32] თავისი სიძლიერით გამოირჩეოდა და მთელამიერკავკასიაში თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა. ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს რომ, „მრავლით ჟამთაგან“ იბრძოდნენ კარისათვის სარგის თმოგველი, შალვა თორელი დამესხნი. მათ კარის ირგვლივ არსებული ყველა ქალაქი და სოფელი დაიმორჩილეს, კარის აღება კი ვერ შეძლეს. თამარ მეფემ ქალაქის ასაღებად დავით სოსლანი გააგზავნა, თვითონ თამარი ჯავახეთში დადგა და აქ დაელოდა „ამბავსა მათსა“. ქართველებმა შეძლეს ციხე-ქალაქის აღება და ეს ტერიტორია უშუალოდ საქართველოს შემოუერთეს. კარის აღებას უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.

მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის წამოწყება გადაწყვიტეს. ამჯერად ამ ლაშქრობას სათავეში მცირე აზიის თურქული სახელმწიფო, რუმის სასულთნო ჩაუდგა. რუმის სულთანმა რუქნადინმა 400,000 მეომარი შეკრიბა[33]. მან საგანგებო მოციქული გამოუგზავნა თამარს, რომელთაც მეფეს კადნიერი წერილი გადასცეს:

 

ვიკიციტატა
„მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.
ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა.
და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა.[34]

 

ვარძია

თამარის პირველ ისტორიკოსთან დაცულია ცნობა, რომ რუქნადინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ, მეფისათვის უღირსი სიტყვებით მიუმართავს:„უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ამ სიტყვებს რომ ამბობდა ელჩი, მხარგრძელი წამოდგა „და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა“.

თამარის ბრძანებით ჯარის შეკრება დაიწყეს. მეფე ვარძიაშიმივიდა და იქ ღვთისმშობელს შეავედრა ქართველების ჯარი.

ქართველთა ლაშქარი ბასიანში მივიდა, სადაც სულთანი იყო დაბანაკებული[35] ბასიანის ბრძოლა 1203 წელს გაიმართა. ხანგრძლივი ბრძოლის დროს ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალხციხელებს ცხენები დაუხოცეს, სარდლები ბრძოლას ქვეითად განაგრძობდნენ. ქართველთა ლაშქარში, ამ ფაქტმა მცირედი არეულობა გამოიწვია თუმცა, დავით სოსლანმა ბრძოლის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გადაჯგუფება განახორციელა – მან ცხენოსანთა რაზმი მოწინააღმდეგის გვერდებზე შეტევისთვის მოამზადა, მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მარჯვენაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა.[36] დავით სოსლანის მიერ დასახულმა გეგმამ გაამართლა: მტერი პანიკაში ჩავარდა და ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ბასიანის ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას, უდიდესი პოლიტიკური ნიშვნელობა ჰქონდა, საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში და სამხრეთის საზღვრები სრულიად გაამაგრა.

ტრაპიზონის იმპერია

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ტრაპიზონის იმპერია.
მეფე თამარის ფრესკა ბეთანიის მონასტერში

თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. ძლიერი საქართველოს სამეფო თავის გავლენას ავრცელებდა სამხრეთით, მათ შორის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.

XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაშიკომნენოსებისა და ანგელოსების დინასტიებს შორის დიდ შინაპოლიტიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რამაც სახელმწიფო ეკონომიკურად დაასუსტა. 1202 წელს დაიწყომეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ლიბო შამპანიელისსარდლობით. 1201 წელს, ლიბოს გარდაცვალების შემდეგ, ლაშქრობას ბონიფაცი მონფერატი ჩაუდგა სათავეში.[37] 1202წელს ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა შეიცვალა – ეგვიპტის ნაცვლად ჯვაროსნებს ზადარსა და თრაკიაში უნდა ელაშქრათ.

იმავდროულად, რომის პაპმა ინოკენტი III-მ გერმანიის მიერ შელახული რომის სტატუსი გაეძლიერებინა გადაწყვიტა და ჯვაროსნებს დასუსტებული კონსტანტინოპოლის აღება უბრძანა.1203 წლის ივნისში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს ჯვაროსნების ხომალდები მიუახლოვდნენ. 1204წლის იანვარში ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. იმავე წელს შეთქმულებმა ისააკ II ანგელოსი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს.

ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით ისარგებლა საქართველოს სამეფო კარმა, საბაბად თარგი:რის ერთი გარემოება იქნა გამოყენებული. ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით,

 

მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრის ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ

 

, მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი.[38] უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათკონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის, ალექსის კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, კეისრის სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. საომარი ოპერაციები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. 1204 წელს ქართველთა ლაშქრის აქტიური საბრძოლო ქმედების შედეგად ქართველებმა ბერძნებს „წარუღეს ლაზი[კ]ა, ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერ[ა]სუნდი, კოტიორა, ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი“. თამარმა ამ ტერიტორიებისგან შექმნა სამეფო, რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი I კომნენოსი ჩაუყენა:

 

ვიკიციტატა
„და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა ანდრონიკეს შჳლსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარისსა შემოხვეწილი.“

 

ქართველი მემატიანის ზემომოყვანილ ცნობას ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ პანარეტიც ადასტურებს

ისტორიიდან ცნობილია, რომ ალექსი და მისი ძმა დავითი საქართველოს სამეფო კარზე იზრდებოდნენ. 1185 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ანდრონიკე კომნენოსი, რომლის მემკვიდრისმანუელ კომნენოსის მეუღლე გიორგი III-ისა და ბურდუხანის ასული რუსუდანი იყო . სავარაუდოდ, იმავე წელს დაიღუპა მანუელიც. რუსუდანი საქართველოში თავის ორ ვაჟთან ერთად დაბრუნდა.

ჩრდილოეთ კავკასია

თამარ მეფე. მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული ვეფხისტყაოსნისილუსტრაცია.

XII საუკუნეში საქართველოს შემადგენლობაში მოექცა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებიც. საქართველოს მეფეები მჭიდრო კავშირს ამყარებდნენ, ჩრდილოეთით მოსახლე ხალხთან. თამარის მეფობის ბოლო წლებშიიმიერკავკასიელი მთიელები, საქართველოს მეფის ყმადნაფიცები იყვნენ და საქართველოს კულტურულ გავლენას განიცდიდნენ. ამას მეტყველებს ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილი მრავალი ქართული წარწერა.[44]

მთიელები (ფხოველები და დიდოელები) 1212 წელს თამარს განუდგნენ. ამ მასშტაბური აჯანყების შესახებ ცნობებს იძლევა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:

 

ვიკიციტატა
„ამ ამბების აღწერისას მემატიანე ხაზს უსვამს განდგომილ მთიულთა სარწმუნოებასაც და გვაძლევს მათ მოკლე დახასიათებას: „ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.[45]

 

საქართველოს ხელისუფლებამ მთელი სერიოზულობით შეაფასა მთიელთა გამოსვლა. მეფე თამარმა დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ივანე ათაბაგი ჩაუყენა. სამეფო ხელისუფლებამ აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ მეფის მხარეს მყოფი მთიელები გამოიყენა, სამეფო ხელისუფლების ლაშქარს, აჯანყების ჩახშობისთვის სამი თვე დასჭირდა:

 

„მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა ... მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ–კერძო დიდოეთი და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდოეთი და ფხოეთი.[

 

როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ აღნიშნული დროიდან, XIII საუკუნიდან უნდა მომხდარიყო ფხოვის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება.

ოქროს ხანა

ეკონომიკა

მეფე თამარის და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი მონეტები.
მეფე თამარის სახელით მოჭრილი მონეტა.

თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი.[47]დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი),სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის,მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.

მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითარებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.

თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები[48]

თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა მანძილზე არსებობდა ზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთ მონეტა აღმოუჩენიათ.1961 წლის შემოდგომაზე სოფელ ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი (1460 ცალი), რომელიც, ძირითადად, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული მონეტებისაგან შედგებოდა. განძში უხვად იყო თამარის დროს მოჭრილი მონეტები. ნიჩბისში აღმოჩენილი მონეტების მცირე ნაწილი ყალბი იყო[საჭიროებს წყაროს მითითებას].

თამარ მეფის დროშა[49]

სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა.[50][51] გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა.[52] ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.[53]

განათლება და კულტურა

XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.

ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. ქართული მონასტრების ოპიზის, ოშკის,შატბერდის, ბერთის, ხანძთის და სხვა მონასტრებთან არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. საქართველოში სასკოლო განათლების დაწესებულების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ. თამარის დროინდელი საქართველოს აკადემიებს სათავეშიმოძღვართმოძღვარი ედგა.[54] საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა,ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც [55], XIII საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში იყო ნათარგმნი „წიგნი სააქიმოჲ“. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები, საზღვარგარეთაც. მათგან აღსანიშნავია: ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე (სირიაში), პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა.

XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებშიც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები. შეიცვალა ტაძრის პროპორციებიც: გუბათის ყელი შენობასთან შედარებით ძალიან აზრდილია. ამ ტიპის ტაძრებია:იკორთა (ქართლში), ბეთანია (ვერეს ხეობაში), ქვათახევი (ქართლში), ფიტარეთი (ქვემო ქართლში),წუღრუღაშენი (ქვემო ქართლში), დმანისის კარიბჭე (ქვემო ქართლში), ერთაწმინდა (ქართლში) და სხვები. ამავე ჯგუფს განეკუთვნება აგურით ნაშენი ორი ტაძარი: ტიმოთისუბანი და ყინწვისი. ერთნავიანი ეკლესიები: ლამაზი საყდარი[56] (ხრამის ხეობაში), მაღლაანთ ეკლესია (შიდა ქართლში),გუდარეხი (ქვემო ქართლში), ლურჯი მონასტერი (თბილისში) და სხვები. ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს – ვარძიას. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა თამარმა. მნიშვნელოვანია აქ არსებული დიდი ეკლესია, რომლის კედლები ფრესკებითაა დამშვენებული. აქ არის გამოსახული გიორგი III-ისა და თამარის პორტრეტები.

თამარ მეფის პერიოდში აგებულიბესლეთის ხიდი, ქალაქ სოხუმისსიახლოვეს

თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიო-მღვიმე-სხალტბის წყალსადენი, ბესლეთისა (სოხუმი),დონდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისი, აწყური,ოქროს ციხე, თმოგვი და სხვები.

მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის,ოშკის, ტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.

აღსანიშნავია თამარის პორტრეტები. ვარძიის ეკლესიაში ჯერ კიდევ გაუთხოვარი თამარია გამოსახული, მის გვერდით მამამისი, გიორგი III დგას. ბეთანიასა და ყინწვისში თამართან ერთად გიორგი III და ლაშა-გიორგიცაა გამოსახული. ბერთუბნის მონასტრის ფრესკაზე მხოლოდ თამარია (მამის გარეშე) ლაშა-გიორგისთან ერთად.

XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.

თამარ მეფის ოთხი პორტრეტი

დღესდღეობით ფრესკებზე შემორჩენილია თამარ მეფის ოთხი პორტრეტი: ვარძიაში, ბეთანიაში,ყინწვისში და ბერთუბანში.

 

 

 

 

 

 

 

 

დემეტრე თავდადებული

 1259 — გ. 12 მარტი. 1289),საქართველოს მეფე 1270-1289, დავით VII ულუსადა გვანცა დედოფლის ძე.

 

 

(დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა.1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა.

დემეტრე II-ის დროს ქვეყანა კიდევ უფრო დაქვეითდა ეკონომიურად, გაიზარდა მონღოლური გადასახადები, მომრავლდნენ მათხოვარ-დავრდომილები და ქვრივ-ობლები, შეთხელდა მწარმოებელი მოსახლეობა, გამწვავდა აგრარული ურთიერთობა და ამ ნიადაგზე - კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლა. განსაკუთრებით აოხრებული იყო კახეთი და ჰერეთი. საერთო გაჭირვებას ზედ დაერთო მიწისძვრა, რომელიც მთელი თვე გაგრძელდა. მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფეოდალურ ზედაფენებში, ფეხს იკიდებდა მონღოლური წეს-ჩვევები (მრავალცოლიანობა და სხვა). დემეტრე II-ის სახელმწიფოებრივი ღონისძიებანი (უკაცური ადგილების ხელახლა დასახლება, ეკლესიისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევა და სხვ.) სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა.

დემეტრე II ემშვიდობება ქართველებს.

დემეტრე II იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ილხანთა სახელმწიფოში ატეხილ დინასტიურ ბრძოლებში: 1282 საქართველოს ლაშქრით ხორასანშიიბრძოდა აჰმად-ყაენის (1282-1284) მხარეზე აბაღას ძისარღუნის წინააღმდეგ; 1284 წლიდან ახალი ყაენის არღუნის (1284-1291) მხარეზე იყო. ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან მეგობრობისა და მოყვრობის წყალობით (ბუღას შვილს ცოლად ჰყავდა დემეტრე II-ის ასული რუსუდანი) გაძლიერდა დემეტრე II-ის ავტორიტეტი და გავლენა საქართველოში. 1288 წელს გამომჟღავნდა არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება. მისი მეთაურობა ბუღას დააბრალეს. ბუღა და მისი ნათესავ-მეგობრები სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II, როგორც ბუღას მეგობარი, ყაენმა დაიბარა. მეფემ დარბაზი (სამეფო საბჭო) მოიწვია, რომელმაც ურჩია ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დემეტრე II დარბაზს არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ უბრალო ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. ურდოში დემეტრე II-მ სცადა თავის მართლება. რადგან შეთქმულებაში დემეტრე II-ის მონაწილეობის საბუთები არ იყო, ყაენს ვერ გადაეწყვიტა მისი სიკვდილით დასჯა. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სადუნ მანკაბერდელის ძემ ამირსპასალმა ხუტლუბუღამ, განაწყენებულმა იმით, რომ სადუნის გარდაცვალების (1281) შემდეგ მეფემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უწყალობა. 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალულია მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა.

 

 

  გიორგი V ბრწყინვალე

 დემეტრე IIთავდადებულის ძე. 

 1314-1346 

 

 

გიორგი V ბრწყინვალე (1286  1346) — საქართველოს მეფე 1314-1346 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე.

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III (მეფობდა 1302-1308 წლებში). 1314 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა. მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო.

იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან - ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა.

1329 წელს გიორგი V-მ შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო, ხოლო 1334წელს, როდესაც სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გიორგი V-მ მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე I, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა. ეს იყო დიდი პოლიტიკური მონაპოვარი. დადგა დრო მონღოლთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლებისა. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1304 წელი) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. ჩაკეტა უღელტეხილები და ამით მონღოლთა ერთსაუკუნოვან ბატონობას ბოლო მოუღო.

საქართველო გიორგი ბრწყინვალეს დროს..

გიორგი V ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. საამისოდ ის უკიდურეს ღონისძიებასაც არ ერიდებოდა, მან ცივის მთაზე სანადიმოდ მოიწვია და ამოხოცა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები. გიორგი V-მ განახორციელა ფინანსური რეფორმა - მოჭრა საკუთარი ფული, ცნობილი „გიორგაული თეთრის“სახელით (არსებობს განსხვავებული მოსაზრება). მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები:„ხელმწიფის კარის გარიგება“ და „ძეგლისდება“. ეს უკანასკნელი აწესრიგებდა მთიელების ცხოვრებას (გიორგი V ებრძოდა მთიელთა ჩამოწოლას ბარში). საქართველოს მეფეს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტისსულთანთან. ამის წყალობით მან შეძლო აღედგინა ქართველთა მონასტრები იერუსალიმსა და სინას მთაზე. მის დროს ქართველებმა იერუსალიმში თავისუფლად შესვლის უფლება მოიპოვეს.

გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპეზონის სამეფოში და მხარი დაუჭირა ტახტისათვის მებრძოლ ანა ხუტლუს, რომელმაც ერთხანს ჩაიგდო ხელში ტახტი (1341 წელი), მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაკარგა იგი. გიორგი V ხელს უწყობდა ურთიერთობათა გაცხოველებას ევროპასთან, იტალიელთა შავიზღვისპირა ფაქტორიებთან. მის მეფობაში რომის პაპმა სამისიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს „ბრწყინვალე“ უწოდა.

ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში[რედაქტირება]

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ხანაში დაიწყო ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილის გათავისუფლება. თამარის ეპოქაში ამ პროცესმა ფართო ხასიათი მიიღო, თუმცა მონღოლთა შემოსევების შემდეგ ძველი სომხური მიწების გათავისუფლების პროცესი შეჩერდა. მეფე გიორგის, როგორც ჩანს მეტისმეტი ყურადღება გამოუჩენია სომხეთისადმი და მისი შემომტკიცების საქმეს ჯერ კიდევ მაშინ შესდგომია, როცა მონღოლთა უზენაესობას ჯერ ისევ ცნობდა. ქალაქანისის მეჩეთზე ამოკვეთილი სპარსულენოვანი წარწერა, რომელიც ყაენ აბუ-საიდის ბრძანებით გაუკეთებიათ, გვაუწყებს, რომ ეს ქალაქი ისევ საქართველოს შემადგენლობაშია.[1] ისტორიული სომხეთის ჩრდილო ნაწილის საქართველოს სამეფოში ყოფნა დასტურდება თავად სომხური წყაროებითაც. 1321 წელსგლაძორის მონასტერში გადაწერილ სახარება აქვს ერთი მინაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ წიგნი დაიწერა სომხური წელთაღრიცხვის ჩჰ (1321), სასტიკ და უკეთურ დროში,როდესაც სომეხთა და ქართველთა ქვეყანა მძლავრობით ეპყრა მოისართა ნათესავს, ქართველებზე გორგედ სახედლებულს. [2]

იმავე მონასტრის 1323 წლის მინაწერში კი წერია, რომ ხელნაწერი შეიქმნა იაფეტური წელთაღრიცხვის ჩჰბ (1323), დიდი თვითმპყრობლის, [ა]ბუსაიდ სახელდებული ხანის მიერ ქვეყნის ფლობისას, სომხებზე კილიკიის ტახტზე მჯდომი ლევონის, საქართველოსა და დიდი სომხეთში მეფე გიორგის მეფობისას..[3] 1336 წელს, ყირიმის ქალაქ სურხათში გადამწერი ტერტერი ვარდან აიგეკცის ქადაგებანის მინაწერში უთითებს : მე, ტირაცუ, კაცი უღირსი, საბრალობელი, უდები მღვდელი...ჩამოველ საქართველოდან, ხორ-ვირაპის მეზობელი, შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.[4]

საქართველოს ამავე ხანაში ეკუთვნოდა სივნიეთის (სიუნიქის) მხარეც. 1337 წლის ერთ-ერთ გადაწერილ დოკუმენტს, აქვს მინაწერი, რომლის მიხედვითაც ხელნაწერი შეიქმნა სომეხთა და ქართველთა დიდი მხერდართმთავრის, მეფური წარმომავლობის მთავრის ბურთელის მბრძანებლობისას.[5]

დოკუმენტში მოხენიებული ბურთელ, არის ბურთელ ორბელიანი, რომელთა საგვარეულო საქართველოს მეფის მიერ მათი წინაპრების სომხეთში გაძევების შემდგომ იქ დამკვიდრდა და ცალკეულ მხარეებს მართავდა, თუმცა მშობლიურ ქვეყანასთან კავშირი არ შეუწყვეტიდათ საუკუნეების განმავლობაში. ბურთელ ორბელიანს, მეფე გიორგი ბრწყინვალემ როგორც სჩანს მხედართმთავრობაც უბოძა.

 

სოლომონ 1 იმერეთის მეფე

იოანე ბატონიშვილი

ერეკლე 2

 

კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი:1744
მმართ. დასასრული:1762
წინამორბედი:თეიმურაზ II(გამგებელი)
მემკვიდრე:ქართლისა და კახეთის სამეფოები გაერთიანდა
ქართლ-კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი:1762
მმართ. დასასრული:1798
წინამორბედი:სამეფო შეიქმნა
მემკვიდრე:გიორგი XII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:7 ნოემბერი1720
დაბ. ადგილი:თელავი
გარდ. თარიღი:11 იანვარი1798
გარდ. ადგილი:თელავი
მეუღლე:ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი (1738-1744)
ანა აბაშიძე (1745-1749)
დარეჯან დადიანი(1749-1798)
შვილები:იხ. სია
დინასტია:ბაგრატიონები
მამა:თეიმურაზ II
დედა:თამარი
ხელმოწერა:King erekle's signature.png

 

 

მეფე გიორგი12

იმერეტის მეფე გიორგი 2         1564 წელი

 

გიორგი IV ლაშა დაახლოებით1192<

სოლომონ მეორე ბაგრატიონი

 

წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა – ელენე კი ქართლ-კახეთის ერეკლე II (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი. დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი. თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. 1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე – წმიდა მეფე სოლომონ II. მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას… ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა. წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა. შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: "შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება", მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი – (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში. წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.საქართველოს უკანასკნელი მეფე იმერეთის სამეოში რომელიც არ დამორჩილდა რუსეთის იმპერიას და ბოლომდე იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის იძულებით გახიზნულმა თურქეთში დარდითა და ავადმყოფობით დალია სული,მომლოდინე საქართველოს აჯანყებისა რომლის გეგმა და წერილი გაატანა თურქეთიდან საქართველოში მის ერთგულ ვეზირს როსტომ ნიჟარაძეს.

 

 

 

ალექსანდრე ბატონიშვილი ერეკლეს ძე1770-1844

 

 

 

 იგი ბოლომდე იბრძოდა რუსეთის ცარიზმისგან საქართველოს განთავისუფლებისა და სამეფო ტახტის აღდგენისთვის,თავისი ძმის გიორგი 12 -ს წინააღმდეგ.         

                                                                                                                                                               

                                                                                                           

                                                                                                               

                                                                                                            

                                                                                                                

                                                                                                                              

 

                                                                                                               

                                                                                                                        

უგვირგვინო ბაგრატიონები

სიმონ ბაგრატიონ მუხრანელი ქართველი ოფიცერი, 1918–1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის როტმისტრი, წმ. გიორგის ჯვრის კავალერი, ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე 1921–1923 წლებში.

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მამამისი, ლევან გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1863-1901) იყო მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი; დედამისი, ანასტასია, კი წერეთლის ქალი. თვითონ სიმონიკამ იქორწინა ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილზე (1897-1969).

სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრი; მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლების ორგანიზებაში. 1923 წელს დააპატიმრეს გენერალ კოტე აფხაზთან და სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს. სიმონ ბაგრატიონის მეუღლე მალე ციმბირში გადაასახლეს.