დამოკიდებულება საქართველოში მონარქიის აღდგენისათვის

ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა შემუშავდეს მონარქიული აპარატი, სადაც აღორძინდება ქართული სამეფო წყობილება, ნაციონალურ კულტურულ საწყისებზე დამყარებულi. რადგან ვერ გაამართლა უცხოურ ინსტიტუციურმა წყობილებამ საქაrთველოში.ამავე გზიდან გამომდინარე, მოხდა იმპერიული პოლიტიკის მქონე მტრის პოზიციების გაძლიერება.პირველი ეროვნული მთავრობის დამარცხება (იგულისხმება 1921 წლები), 70 წლიანი სანჭოთა რეჟიმის ბატონობა,შემდგომ კლავ დაშვებული შეცდომები, ახლად აღდგენილ დამოუკიდებელ საქართველოში. ეროვნული მოძრაობის და მათ გმირთა ღალატი და სახელისუფლო ძალმომრეობით მართველობიდან გადაყენება.მას მერე ცრუ ხელისუფალთა მონაცვლეობა, არამყარი პოლიტიკა, დაკარგული ტერიტორიები, ქართული ეროვნული სულის დეგრადაცია,მორალურ მოქალაქეობრივი ფასეულობის დაკნინება, და მხოლოდ ფიგურალური დამოუკიდებლობის მიღწევა, რაც გულისხმობს უცხოეთის სპეცსამსახურებიდან მართვად ხელისუფლებას. ამიტომაც ვთვლით, რომ ერთადერთი ეროვნულობის და კულტურული ფასეულობის გარანტი არის ტრადიციული მონარქია,რაც რა თქმა უნდა გაჯერებული იქნება თანამედროვე ადამიანის სოციალურ-პოლიტიკურ ყოფასთან,აუცილებლად სულიერ იერარქიულ წყობილებასთან, რაც ამავდროს სამართლიან სასამართლოსა და ეკონომიკის საფუძველია.სწორედ ამ შემთხვევაში მონარქი გვევლინება სახალხო დამცველად და უცხოური, დემოკრატიული ინსტიტუტების კორეკტივებისგან განთავისუფლებული, თავად ხელმძღვანელობს დემოკრატიულ ინსტიტუციებს,როდესაც უცხოური დემოკრატიული ინსტიტუციები თავის პოლიტიკურ ზეგავლენებს უფრო ავრცელებენ ვიდრე სახალხო უფლებების გაღვივებასა და დაცვას.გარდა ამისა მონარქია გვევლინება ქართული ნაციონალური თვითშეგნების იდენტიფიკატორად გლობალურ მსოფლიო სივრცეში,რადგანაც კარგად მოგვეხსენება რომ მცირე ერებს თანამედროვე მსოფლიო მოწყობაში, დიდ იმპერიულ სახელმწიფოთა კულტურებში შთანთქმა ემუქრებათ. მონარქიის დროს მკვეთრად დაცულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებები,ნაკლებია კორუპციის ალბათობა,რადგან არაკორუპციულობის გარანტი არა გამკაცრებული კანონი და ხუთჯერ შეცვლილი ხელისუფლებაა, არამედ საზოგადოებაში მორალური ესთეტიკის ამაღლება,ანუ ვისაც აქვს ნამუსი და პატრიოტიზმი იგი არ იპარავს არამედ ალტრუისტია. ამავდროს ქართული მონარქიული ინსტიტუტი თვისი ისტორიული ტრადიციათა წიაღიდან გვევლინება, ტოლერანტულ მართველად, მსოფლიო ერებისადმი დამოკიდებულებაში იგი ასევე იყო შემკვრელი და დამცველი სრულიად კავკასიის ხალხების ინტერესებისა, რომელიც ვგონებ კვლავაც გააგრძელებს თავის მოღვაწეობას მშვიდობის და თავისუფლების ეგიდით მისი აღდგენით შემთხვევაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზoგადოებაში უნდა ამაღლდეს კულტურული დონე ეროვნულ-სულიერი ფასეულობები, რაც თვით სახელმწიფო სტრუქტურებიდან უნდა იქადაგებოდეს,დღეს კი ხელისუფლებას აქვს საერთაშორისო ვასალის პოზიცია იგი თავის პოლიტიკის სისწორეს თავისი ერის წიაღში კიარ ამოწმებს, არამედ უცხოელ ჩინოვნიკებს ეკითხება.ამიტომაც შფოთავს ხალხი და განხეთქილია. ერი გოდებს თავის სულიერ შიმშილს და თავის გადარჩენას უცხოელებს შეჰღაღადებს, რადგან უწყის, რომ მათზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ამის გამოსწორება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია,ამიტომაც უნდა გადავხედოთ ჩვენ კონსტიტუციას, გავითვალისწინოთ ისტორიული გამოცდილება,და შევქმნათ ერისთვის დამახასიათებელი, მენტალური პოლიტიკა.სადაც მყოფნი თავად-აზნაურთა შთამომავალნი, რომელიც მხოლოდ წოდებით იქნებიან შემოსილნი და არა ძალაუფლებებით, და ამით უფრო მეტი პასუხისმგებლობით სტიმულირებულები, შეუდგებიან ერის სამსახურს.

საწინაღმდეგო შემთხვევაში მათ ეს პატივი წართმევათ და მიენიჭებათ მათ ვინც გასწევს ერის სასახელოდ გაწეულ მოღვაწეობას.თავად-აზნაურთა სტატუსობრიობას, მხოლოდ ჯილდოს მნიშვნელობა ექნება და არა ჰეგემონიის. ეს მანამდე გაგრძელდება სანამ თვითოული მოქალაქე არ გაიზრდება, თავად -აზნაურის მოქალაქეობრივ სიმამღლემდე, მაშინ ვგონებ,რაც არუნდა იდეალისტურად ჟღერდეს ვიტყვით: “ვიქმნედ საზეპურო ერი ღვთისთვის” და გაბრწყინდეს ჩვენი მრავალტანჯული ივერია.

 

რიჩარდ ნიჟარაძე.

2007წ. 27 ივლისი. მცხეთა, სვეტიცხოველი.

სამეცნიერო კონფერენცია

“ბაგრატიონნი იცნობის“

2007წ. 27 ივლისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენციაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია “ბაგრატიონნი იცნობის” რომელიც მიეძღვნა ევროპაში უძველეს ბაგრატიონთა დინასტიას. კონფერენცია ერთობლივად ჩაატარეს საქართველოს საპატრიარქომ, ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულომ და მონარქისტულმა მოძრაობამ “სამეფო გვირგვინი”.
საღამოს საპატრიარქოს მხრიდან ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მთავარ ეპისკოპოსი თადეოზი (იორამიშვილი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, სხვა სასულიერო და საერო პირები. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენცია მიეძღნა ქართველი ერის მიერ ისტორიულად განვლილი გზის გახსენებასა და გაცნობიერებას, ბაგრატოვანთა და თავად-აზნაურთა მნიშვნელობას ჩვენი ერის ისტორიაში და ამ საკითხის აქტიურ განხილვას დღევანდელობაში.
საღამო გახსნა პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა. მისასალმებელ სიტყვაში მამა გიორგიმ აღნიშნა: “ჩვენი ერი დღეს კვლავ გზის გასაყარზეა, კვლავ არჩევანის წინაშე დგას და თუ კი კარგად არ გავიზიარებთ განვლილ გზას, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და ვერ გავაცნობიერებთ დღევანდელობას სხვაგვარად წინსვლა არ გვექნება”. კონფერენციას უძღვნებოდა თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავჯდომარე ია ბაგრატიონ-მუხრანელი.
საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლმა, პროფესორმა კოტე ჩოლოყაშვილმა გაიხსენა თავისი პირველი შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან აფხაზეთში და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ასეთი შეხვედრა კვლავაც შედგება.
საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარემ ია ბაგრატიონ-მუხრანელმა ისაუბრა მუხრანელ ბაგრატიონთა ბედზე XX საუკუნეში. კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს ლოცვა კურთხევით თავად-აზნაურთა საკრებულოს განზრახული აქვს ვაკის პარკში, ბოლშევიკების მიერ 1923წ. ჩვენი სახელოვანი 15 მამულიშვილის დახვრეტის ადგილზე, წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის აგება, უკვე მზადაა პროექტიც, არსებობს შესაბამისი დადგენილებაც,მაგრამ საკითხის გადაწყვეტა ვერადავერ მოხერხდა თბილისის მერიაში. თავად-აზნაურთა საკრებულომ თხოვნით მიმართა კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს, შუამდგომლობა გაუწიოს მათ ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხის გადაწყვეტაში.
კონფერენციაზე წაიკითხეს მრავალი საინტერესო მოხსენება, მათ შორის აღსანიშნავია: აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პროფესორის, შალვა გაბესკირიას მოხსენება – “ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომავლობისათვის”. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოხსენება - “ბაგრატიონთა უწყვეტი მეფობა საქართველოში”, თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის გოჩა გუგუშვილის მოხსენება: “წმინდა მეფე თამარის განღმრთობის საღვთისმეტყველო გააზრება”, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნიკო ჯავახიშვილის მოხსენება -“კავკასიური სიმბოლიკა საქართველოს სამეფოს გერბზე” და სხვა. კონფერენციის მასალები კრებულის სახით გამოიცემა.
მარიამ ბატონიშვილის მეექვსე თაობის წარმომადგენლებმა – ქეთევან, ნინო, ირაკლიმ და რევაზ ავალიშვილებმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საჩუქრად გადასცეს ოჯახის უდიდესი რელიქვია-მარიამ ბატონიშვილის სამკერდე ჯვარი. ჯვარი ქალბატონმა ქეთევან ავალიშვილმა გადასცა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II. მარიამ ბატონიშვილის ჯვარს ადგილი მიეჩინება ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მუზეუმის ექსპოზიციაში.
კონფერენციის მონაწილეებს კათოლიკოს პატრიარქი მსუბუქი ვახშმით გაუმასპინძლდა. საღამო დაამშვენა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა, რომელმაც წაიკითხა თავისი ლექსები სამშობლოზე; საღამოზე იგალობა საპატრიარქოს საკვირაო სკოლის ხელმძღვანელის ლია სალაყაიას მგალობელთა გუნდმა.
ახალგაზრდა ჩოხოსანმა რიჩარდ ნიჟარაძემ უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს სთხოვა ლოცვა კურთხევა, რომ ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში თავად-აზნაურობას ნება დაერთოს, წარდგეს სამეფო ამალითა და დროშებით.

შეხვედრის დასასრულს შეკრებილ საზოგადოებას მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ;
“ბატონიშვილებო, ქალბატონებო და ბატონებო!
დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე. ჩვენი შეკრება შედგა სვეტიცხოველში, სადაც ყველა მეფეს, დედოფალს, კათოლიკოს-პატრიარქს მუხლი მოუყრია, ულოცია საქართველოს მშვიდობისა და კეთილდრეობისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიზიარეთ ის, რომ მთელი ჩვენი წარსული, ჩვენი კულტურა, ჩვენი სულიერება ეფუძნებოდა ბაგრატიონთა გვარს, ბაგრატოვანნი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველო გაბრწყინებულიყო, ეს არ არის უბრალო საქმე, ბაგრატიონთა წარმომადგენლები იყვნენ ერის სათავეში სულიერადაც. თქვენ ბრძანებთ ქალბატონო ია, რომ ბაგრატიონთა გვარი ტრაგიკული გვარია. პირველობა საერთოდ ტრაგიკულია. ვინც არის პირველი, ის ხდება სამიზნე, მაგრამ მაინც ბედნიერია ბაგრატოვანთა გვარი და მე ვფიქრობ, რომ ლოცვა კურთხევა დავითისა და სოლომონისა დღემდე მოსდგამს თქვენს გვარს. ბაგრატიონთა გვარი იყო და არის კლდე, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი წარსული და რომელსაც უნდა დაეყრდნოს ჩვენი მომავალი. თქვენ იცით, მაცხოვარმა პეტრეს უწოდა კლდე და ამიტომ მე მინდა სწორედ პეტრე მოციქულის ვერცხლის ხატი მოგართვათ.
რაც შეეხება მომავალს, მომავალი ღვთის ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ბაგრატიონთა გვარი კვლავ იმეფებს საქართველოში. დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო. მინდა დავლოცო და მადლობა მოვახსენოიმ ოჯახს, რომელმაც გადმოგვცა მარიამ ბატონიშვილის ეს ძვირფასი ჯვარი”

2007წ. საპატრიარქოს უწყებანი

ია ბაგრატიონი (ჟურნალისტი)

 

ზვიად ჯაფარიძე (მხატვარი)

ბიძინა მესხი(ექიმი)

მამა ნოდარი ქათამაძე

ვაჟა ავალიშვილი

თინათინ კუხიანიძე (პედაგოგი)

თავად-აზნაურთა მეორე ყრილობა 2007წ. 

ნინო ერისთავი

პატრიარქის ანგელოზის დღე 2010.07.02