მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

კოსტანტინე აფხაზი

თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი გენერალი,ილია ჭავჭავაძის დისწული ქართული სახელმწიფოს ერთგულებისთვის დახვრეტილი იქნა  წითელი არმიის მიერ20 მაის 1923წ. მისიბოლო სიტყვები იყო:   ’’მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა’’

დავით ოტიას ძე ნიჟარაძე

 დავით ნიჟარაძე დასავლეთ საქართველოს თავად აზნაურთა წინამძღოლი,გენერალ მაიორი.(დახვრეტილ იქნა მხცოვან ასაკში გასაბჭოების დროს) მან მრავალ ქართველს დაეხმარა რუსული ცარიზმის დევნისგან გადასარჩენად.მან თავის გავლენიანობითა და ავტორიტეტით იმოქმედა  იმპერიულ პოლიტიკოსებზე და გადაარჩინა ქართველი მოსახლეობა ძალმომრევობრივ  გადასახლებას 

 

ნიკოლოზ ემხვარი

 ლეო ქიაჩელის ნაწარმოებ”ჰაკი აძბას” გმირის რეალური პერსონაჟი,რომელიც გასაბჭოების დროს ამაყად იარებოდა ქუჩაში თეთრგვარდიელის ეპილატებით და ამის გამო ქალთან ერთად ყოფნის დროს წითელ არმიელმა მეზღვაურებმა შეურაცყოფა მიაყენეს და სამხრეე ბი ჩამოახიეს,ამაყმა მეომარმა ვერ მოთმინა და რამოდენიმე მეზღვაური იქვე განგმირა შეურაცყოფისთვის.ამ ინცინდენტისგამო ქალაქზე გამოცხადდა მუქარა დახოცილ მეზღვაურთა გემის მხრიდან, თუ არ ჩაბარდებოდა მათი მკვლელი, გემი ქალაქს დაბომბავდა,მაშინ ამაყი ნიკოლოზ ემხვარი თავის ერთგულ ძუძუმტესთან ერთად ეახლა სამხედრო  სასამრთლოს გემზე,მას ისე სასტიკად გაუსწორდნენ, რომ გემის ძრავის სანახშირე ღუმელში დაწვეს თავის ძუძუმტესთან ერთად, რადგანაც არც სასამართლოზე არ დასჯერდა უსამართლოდ მინიჭებულ განაჩენს და იქვე წინააღმდეგობა გაუწია.

 

 

      (1795—1832)                                      (1732-1871)

კავკასიელთა თავისუფლებისთვის მებრძოლი გაზი

მუჰამმადი და მისი მოსწავლე და საქმის

გამაგრძელებელი შამილი.

რუსეთის იმპერიას მძიმე და ხანგძლივი ბრძოლა დასჭირდა მათ მოსაგერიებლად,გაზიმ მთელი ჩრდილო კავკასიელი ხალხები მრავალი წლების განმავლობაში ფეხზე დააყენა თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ამ ბძოლებშივე ემსხვერპლა ,შამილმა ასევე გმირულად გააგრძელა წინააღმდეგობა იმპერიის მიმართ,ვიდრემდე არ გახდა რუსეთისგან დაგეგმილი და მოსყიდული მოღალატეთა მიერ დამარცხებული.მათი გმირობის შესახებ მრავალი შემზარავი ლეგენდა დარჩა რუსეთის იმპერიის ისტორიას გასახსენებლად,ისინი მარად დარჩებიან თავისუფლების და ღირსების  მქონე კავკასიელ ხალხთა გმირულ სახეებად შთამომავლობაში.

 

ზვიად გამსახურდია

 საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლული იქნა გროზნოში პოლიტიკური დევნილების დროს რუსული იმპერიალისტური აგენტურის მიერ.

მერაბ კოსტავა

დაიღუპა რუსული აგენტურის მიერ ინსპირირებულ ავტოკატასტროფაში,მთელი თავის ცხოვრება შესწირა ეროვნულ მოძრაობას, დისიდენტურ ცხოვრებას,და გაატარა პოლიტიკურ პატიმრობაში საბჭოთა ციხეებში.არის მრავალი შემოქმედებითი თუ პოლიტიკური ნაშრომის ავტორი.

 

კირიონ II საქართველოს პატრიარქი


 რუსეთის საეკლესიო საუკუნიანი მყრობელობის შემდეგ მან აღუდგინა ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიას,წინ წარუძრვა ერს გაერთიანებისაკენ და სახელმწიფოს აღდგენისაკენ. თვისი ერის სიყვარულის გამო, იმპერიალისტებმაც არ დააყოვნეს და 1918 წელს იგი მოკლული იპოვნეს მარტყოპის საპატრიარქო რეზიდენციაში.

 

 ილია II საქართველოს  პატრიარქი,სასოება ყოველთა ქართველთა

 

ბესარიონ ნიჟარაძე და  ექვთიმე თაყაიშვილი

ბესარიონ ნიჟარაძეს ეკუთვნის სვნეთში პირველი საგამანათლებლო პუნქტების ჩამოყალიბება იგი იყო ასევე ილია ჭავჭავაძის მეგობარი და გაზეთ ”თავისუფალი სვანის” რედაქტორი

 

 

 იგი მტარვალის ტყვიამ იმსხვერპლა მისი ცხოვრება იყო სანთელი თავის ერისთვის და სიტყვა მისი სახარება მეორე საქართველოსთვის

გრიგოლ ლორთქიანიძე

 

გადასახლებული იქნა სტალინური რეჟიმის მიერ სადაც დაიღუპა,იყო ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრი,სახელმწიფო მინისტრი,იგი სხვებისგან განსხვავებით არ გაიქცა ემიგრაციაში და თავი შესწირა ეროვნულ იდებისთვის ბრძოლას, რაზეც იგი არერთხელ გადაასახლეს საბოლოოდ კი წამებით მოუსწრაფეს სიცოცხლე.ცნობილია მისი პოლიტიკური ნარკვევები საბჭოური პოლიტიკის კრიტიკა,სახელმწიფო მოწყობის ქართული კონცეფცია, სტალინისადმი მიწერილი წერილში .იგია ასევე ავტორი წიგნისა ”ფიქრები საქართველოზე” რომელიც გადასახლებაში დაწერა. 

 

დიმიტრი ყიფიანი

 

1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს,1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა  ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს,იგი იყო1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას,მას არ აპატიეს თავისი ერის სიყვარული და ვერ აქცეს რუსული ცარიზმის ყურმოჭრილ მონად მან არაერთხელ გაილაშქრა საზუგადოებასში რუსიფიკაციის წინააგმდეგ და მრავალ საზოგადოებრივ საგამანათლო პროექტებს ჩაუყარა სათავე.იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

 

მურზაყან დადეშქერლიანი



 სვანეთის თავადი რომელის ოჯახი ცდილობდა რუსეთის იმპერიისგან დაეცვა თავისი მიწები და კვლავ დამოუკიდებლობა მოეპოვებინა,ამდაგვარი მემკვიდრეობა მასაც ერგო,დაუმორჩილებლობის გამო არაერთხელ გააფრთხილა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წარმომადგენლობამ,ბოლოს კი ურჩი და ამაყი თავადი იძულებით ეკლესიიდან გამოიყვანეს და ქუთაისის გუბერნატორს ა.გაგარინს მიჰგვარეს რათა ეცნობებინათ, რომ მას ერევანში გადასახლებას უპირებდნენ დაუყოვნებლივ,თავადმა ბოღმით შეიფერა ბრძანება და ოჯახთან გამოთხოვება ითხოვა რაზეც უარი მიიღო,რამაც მოთმინება დააკარგვინა იძრო თავისი მახვილი და გაგარინი და მისი მხლებლები იქვე განგმირა. შემდგომ გაიქცეულს  არ დასცალდა დიდხანს თავისუფლება რადგან იმპერიის მდევარმა მალევე შეიპყრო   გადასცა სასამართლოს,და თავისივე მოღალატე თანამემამულეების ხელით დაახვრეტინა.

მიხა ხელაშვილი (1900-1925)

 თავისუფლებისთვის მებრძოლ მიხა ხელაშვილს ჩეკისტებთან შეკრულმა მეგობარმა მოუსწრაფა ღალატით სიცოცხლე,მიხა ხელაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მამაცობით ,იგი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყებულ შეფიცულთა რაზმის წევრი,სიცოცხლეში შემორჩა მისი არაერთი ლირიკული ლექსი რომელი ხალხის ფოლკლორში აისახა,სხვაგვარად გასაბჭოებულ საქართველოში ,პოლიტიკური დევნის გამო, მისი ხსენბებაც იკრძალებოდა.