სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენციაში

          სამეფო ლაიბგვარდიის კურთხევის დღე

                   2007 წელი 27 ივლისი

 

 

                 საქართველოს

           სამეფო  ლაიბგვარდია 

                       

                   წესდება

 

1.ზოგადი დებულებანი

1) საქართველოს  სამეფო ლაიბგვარდია , არის არასამთავრობო, არასამხედრო, საზოგადოებრივ-მონარქისტული კავშირი,რომელიც დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე კავშირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და თავის საქმიანობას ახორციელებს აღნიშნული კოდექსის,საქართველოს მომქმედი კანონისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

2)
საქართველოს  სამეფო ლაიბგვარდია თავს მიიჩნევს საქართველოს მომავალი სამეფოს ხელისუფლების კუთვნილებად;


3)კავშირი თავის მოგვაწეობას უძღვნის საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის შეწირულ გმირების მარადიულ ხსოვნას საუკუნეთა მანძილზე და მათ შორის 1921-23-33-37 წლებში სამშობლოსათვის თვგანწირულ ქართველ იუნკერებს,შეფიცულ-აჯანყებულთ და დისიდენტთ,  რუსული ანექსიის წინააღმდეგ.

4)კავშირი მორალურ-იდეოლოგიური მრწამსით ემორჩილება საქართველოს კათოლიკოსK პატრიარქს,ასრულებს და იცავს საქართველოს სახელმწიფოს  მომქმედ კანონდებლობას, სარგებლობს რა დემოკრატიული სამოქალაქო პრინციპით, კომპეტენტურია შეაფასოს ქვეყანაში არსებული მოვლენები და ჰქონდეს საკუთარი აზრი და მორალური უფლებანი დამოუკიდებელი მოქმედებისა;

5)თავის სახელით დადოს გარიგებები;

6)შეიძინოს ქონებრივი თუ პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები;

7)იყოს მოსარჩელე,ან მოპასუხე სასამართლოში;

8)დადოს ხელშეკრულებები სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებთან საერთო ინტერესების საფუძველზე;

9)ჰქონდეს საკუთარი საანგარიშსწორებო
ბალანსი, პირადი საბანკო ანგარიში თავისი ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ;

10)კავშირს შეუძლია საპატიო წევრობის სიგელის გაცემა პიროვნების განსაკუთრებული დამსახურებისთვის ქართველი საზოგადოების მიმართ, ან კავშირში ღირსეული მოღვაწეობისთვის;

11)კავშირს შეუძლია გააჩნდეს საავტორო საიდუმლოებანი რომლის განკარგვის უფლება მხოლოდ თვითონ აქვს მოღვაწეობრივ პროექტირებისთვის;

12)არავის აქვს უფლება ისაუბროს კავშირის სახელით, თუ არ შეათანხმა კავშირის გამგეობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაშიAგადაეცემა სამართლებრივ პასუხისმგებლობაში;

13)კავშირს აქვს უფლება ფლობდეს საკუთარ ადმინისტრაციულ ბეჭედს,შტამპს, დროშას, გერბს და ყველა საჭირო რეკვიზიტს.

14)კავშირის ადგილსამყოფელია:  საქართველო, ქ.თბილისი  . . . . . . . . . . . . . .

2.კავშირის დაარსების  გარემოებანი და საფუძველი                  

კავშირი იშვა 2007 წლის 27ივლის სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენციაში, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქთან ,,საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანადგომთა საკრებულოს”მონარქიაზე ბჭობის დროს, ამავე საკრებულოს გამგეობის წევრ რიჩარდ ნიჟარაძის წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რათა თავად-აზნაურთა შთამოვალთ მინიჭებოდათ  კომპეტენცია  სამეფო ამალის ჩამოყალიბებისა, რომელიც ინტეგრირებული იქნებოდა თავად-აზნაურთა სადროშედ, ჩოხოსანთა მოძრაობაში, რაზეც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან ბოძებული იქნა კურთხევა.

3.კავშირის სამოღვაწეო ინტერესები,პოზიცია და მიზანი   

1)კავშირის მოღვაწეობრივი ინტერესებია;

ა)ქართულ საზოგადოებაში მონაქისტული ცნობიერების გაძლიერება;

ბ)ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა ნაციონალური არისტოკრატიის ისტორიულ ტრადიციული წიაღიდან;                

გ)სულიერ-იერარქიულ ღირებულებათა აგიტაცია;

2)კავშირის პრიორიტეტული მიზნებია:

მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ_სამართლებრივი მემკვიდრეობის კონსტიტუციურად აღდგენა, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება,რადგანაც კავშირს მიაჩნია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ფუნდამენტი ქართული ისტორიული წმინდა მონარქიისა,ხოლო თავად მონარქია არისგარანტი სახელმწიფოს ტერიტორიული თუ იდეოლოგიური მთლიანობისა, ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობისა. ამავ დროს ქართული ისტორიული არისტოკრატია, იგივე თავად -აზნაურობა,კვლავაც დგას თვისი ერის მებაირაღედ, კულტურული მემკვიდრეობისდამცველ და თამომავლობისთვის გარდამცემ რაზმად, ვითარც ეს მათ წინაპართ სჩვეოდათ.აღსანიშნავია, რომ ეს მოქმედება არის სულიერ ღირებულებათა გამოძახილი და არამც და არამც, სოცილური თუ კლასობრივი სტატუსის განსამტკიცებლად მიმართული,რადგან ერი თავად-აზნაურთ უწოდებს მხოლოდ თვის გმირთ, მაღალ ზნეობრივთ და მემსხვერპლეთ თვის ხალხსა და საწმყსოზე,სამეფო ინსიგნიების ძოწის თვლით შემკობილობა, სწორედ ის სიმბოლური გამოხატულებაა რომლის ფერიც ნიშნავს ქართულ მონარქიულ ტრადიციაში: ,,დანთხეულ სისხლს  თვისსა ერსა მიმართ”სწორედ ამ სწორუპოვრობითაა მოტივირებული სამეფო ლაიბგვარდია.

3)საქართველოს სამეფო ლეიბგვარდია  სურს მისი მოგვაწეობრივი მუშაკობა განისაზღვროს საქველმოქმედო,შემოქმედებითი და კულტურულ იდეოლოგიური სფეროებით:წიგნების გამოცემა,კულტურული ღონისძიებები,გმირ წინაპართა პატივის მიგება,sაზოგადოებრივი სემინარები და ლექციები რაც საზოგადოებაში ქრისტიანულ მონარქიზმის ჭრილში განხორციელდება.ასევე ქართული არისტოკრატიული მანერების, რაინდული ტრადიციების პროპაგანდა, ახალგაზრდობის  მოზიდვა სულიერებაში, ერის სასიკეთოდ და მისი ბედნიერი მომავლისათვის, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებში მონაწილეობა,მოძიება დაკარგული ეროვნული კულტურულ-მატერილური ძეგლებისა, შრომა მათ გადასარჩენად, უცხოელთათვის ქართულ ეროვნულ ტრადიციათა გაცნობა, მსოფლიოს მონარქიულ წრეებთან ურთიერთობის გაღვივება და ხელშეწყობა. მეგობრული ურთიერობის განმტკიცება მოძმე კავკასიელ ხალხებთან და “თანამოინახის”ინსტიტუტის დაფუძნება ერთმანეთს შორის.

4)კავშირს მიაჩნია, რომ: საქართველოს სამეფო კარი ითვლებოდა მფარველად  კავკასიელი ხალხების და მათ ისტორიულ ნათესავებად თვლიდა, ამავ დროს უნდა აღინიშნოს,რომ ნათესაურობის შეგნება ვრცელდებოდა,არამარტო კავკასიელთა მიმართ, არამედ საერთო იბერიული მოდგმის ხალხებზე, რომელნიც მიგრირებული იყვნენ კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთსა თუ შორეულ  ევროპაში და იქ დამაარსებელი  და შემტანი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა,დღეს იბერიული მოდგმის ხალხნი განიცდიან ზეწოლასა და გენოციდს ილახება მათი უფლებები მახინჯდება რეალური ისტორია მათ შესახებ. მივიჩნევთ,რომ თანამედროვე მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დასამყარებლად ცნობილი იყოს ანტიიბერიული 

გენოციდის შესახებ  როგორც საკაცობრიო დანაშაული. რადგან საუკუნეთა მანძილზე იბერიელი ხალხი განიცდის დისკრიმინაციას,გენოციდს და კულტურულ პლაგიატიზმს, იმპერიულად და სხვათა დასაპყრობად მოტივირებულ  დიდ ერების მხრიდან. 

 

4.საქართველოს  სამეფო ლაიბგვარდიის შესამოსელი,ინსიგნიები და მათი სიმბოლური დატვირთვის არსობრიობა


საქართველოს სამეფო ლაიბგვარდიის
წევრის, შესამოსელია: თეთრი ჩოხა-ახალუხი, ოქროსფერი ეპილატებით, შავი გალიბანდით (ქუდით), სატევრით და ჩექმებით,ყაბალახით ხელზე ბეჭდით,რასაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს:

ა)თეთრი ფერი არისტოკრატიის და კეთილშობილების;

ბ)ჩოხა ახალუხი სულიერი ერისკაცობის, იმიერ და ამიერ  კავკასიის ნაციონალური იდენტიფიცირების, 

გ)შავი ქუდი საკუთარი სამშობლო-მიწის გულისთვის ზვარაკად დაკვლის;

დ)ჩექმა _ მხედრობის;

ე)სატევარი _ რაინდობის;

ვ)ყაბალახი _ სასულიერო მისიისა და მისი საკრალურობის ცნობიერი ტარების;

ზ)ბეჭედი მეფის ერთგულების.

თ)ლაიბგვარდიელს უფლება აქვს სურვილისამებრ მცირე სამკერდულით ატაროს თავის საგვარეულო გერბი, (თუ რა თქმა უნდა გააჩნია იგი, მის საგვარეულო დინასტიას) რითაც წარმოადგენს თავის საგვარეულოს და მისი სახელით ერთგულად ემსახურება, სამეფო ხელისუფლებას. 


5. საქართველოს თავად-აზნაურთა  სამეფო ლაიბგვარდიის ორგანიზაციული  ღერბი და დროშა   


საქართველოს სამეფო ლაიბგვარდიის ღერბი შედგება შემდეგი სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ელემენტებისაგან:

1) წითელი ჯვარი, რომელიც  ოთხად ყოფს ფარს  ჰერალდიკურ ტრადიციით წმიდა გიორგის ჯვრის აღმნიშვნელია.  მის ქვედა ბოლოზე  ყავისფერი რკალი-ტიხარი,სიმბოლოა გოლგოთის მთის.

2)წითელი ჯვრის ძირზე  დახვეულად ამომავალი ორი გველი, უძველესი სამყაროს ჰერმეტიულ საიდუმლოების ნიშანია, რაც დამარხულ სიბრძნეს ნიშნავს, სხვაგვარად იგი გველთა ორგიის,ანუ მატერიალურ ენერგიათა მეუფების სიმბოლოა, რასაც განაპობს ღვთის ჯვარი და გამოიხსნის მატერიას კაცობრიობის ცოდვის შემდგომი ხრწნილებისგან.ამავდროს იგი ძველი იბერიის სახელმწიფოს ეზოთერული სახელწოდებად გეათ_ორგიად უნდა მოვიაზროთ, რომელიც ანტიკურ წყაროებში გეორგიადაა ცნობილი. თუმცა ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ ამ სახელწოდებას წმიდა გიორგის სახელთან აკავშირებენ.

3) გველთა კუდებთან დასმული ასომთავრული “ლ” ასო,  იოანე ზოსიმეს ძველ ქართულ ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებ “ქებაი და დიდებაი ქართულ ენისაი”-ში ცნობილი ფრაზის  ნიშანდობლივ სიმბოლოს წარმოადგენს,სადაც იოანე ზოსიმე მიუთითებს, რომ ქართული ენა, სახარებისეული “ლაზარეა”. 

3)ასომთავრულ”ლ”ასოსთან  არსებული გვირგვინი ნიშნავს: ღვთაებრივ მონარქიის აღდგენას საქართველოში. რასაც ივერიის გაბრწყინება უნდა მოჰყვეს,რაც ჯერჯერობით ლაზარესავით დამარხულია.

4) ჰერალდიკურ ფარზე განთავსებული წმიდა გიორგისა და მიქაელ მთავარ ანგელოზის სიმბოლოები,საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონთა ინსიგნიების დამამშვენებელი და მფარველი სიწმინდეებია.რაც ასევე მათ სახელმწიფო სიმბოლოებად ითვლება,ამავე დროს ქართველი ერისთვის წმინდა გიორგი სათაყვანებელი წმინდანია რაც ნატლად ჩანს სხავადასხვა საიტორიო წყაროში. მთავარანგელოზი მიქაელი ითვლება ჰერალდიკაში რაინდთა ინიციაციის ღვთის სახელისთვის მებრძოლეობის სიმბოლოდ, ძველ ქრისტიანულ სახელმწიფოებში.

5)ნიშანდობლივია იმის აღნიშვნა,რომ ფარზე გამოხატული წმიდა გიორგი, რომელიც შეიძლება ითქვას ბაგრატიონთა გერბის ანალოგიურადაა გადმოტანილი, ერთი არატრადიციული ელემენტით არის შემკობილი,მას ხელთ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი უპყრია.რაც საქართველოს ეკლესიის ისტორიის გადმოცემათა თანახმად, სწორედ ის დროთმავლობაში დაკარგული ხატის სიმბოლოა, რომელიც ღვთისმშობელმა ჯერ თავის სახის შეხებით სასწაულებრივად ასახა ფიცარზე და შემდგომ ანდრია მოციქულს გადასცა საქართველოში წასასვენებლად, რადგანაც ღვთის ნებით მას ჯერ იერუსალიმის მიწიერი ტახტი არ უნდა მიეტოვებინა, რადგანაც მისი წილხვდომილი ივერიაში მისი ზეციერი ტახტი უნდა გამზადებულიყო სამომავალოდ.  მადლიერი ქართველი მართმადიდებელი საწყმსო, მას მერე სასოობს ღვთისმშობლის მადლმოსილებას,ხოლო  წმიდა მამათა წინასწარმეტყველური გადმოცემებით, ამ დაკარგული ხატის პოვნა ღვთივკურთხეული ივერიის გაბრწყინების მახარობელად უნდა იქცეს.

7) ფარის მარცხენა ზედა ნაწილში წმინდა ბარძიმი ეგრეთ წოდებული “გრაალია”გამოხატული,რაც  წმიდა ზიარებას,ღვთისმშობლისა და ზეციურ იერუსალიმის სიმბოლოდ ითვლება,აგრეთვე იგი სიმბოლოა უკვდავი ცხოვრების ღვთაებრივი სიბრძნის განდობილობის,რაინდთა ინიციაციის.

8) ჰერალდიკური ფარის მარცხენა ქვედა ნაწილში

გამოხატულია “ღვთისმშობლის ტახტი ივერიასა ზედა”.შუა საუკუნეშიც და დღესაც ძველ გადმოცემათა თანახმად სულიერი სამყარო აღიარებდა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობას.წმინდა მამათა გადმოცემით საქართველოს განსაკუთრებით მფარველობს ღვთისმშობელი,ღვთისმშობლის ტახტი ერთგვარად ზეციური იერუსალიმის მომლოდინე ერს გულისხმობს, რისი მწყემსმთავარიც ღვთისმშობლის მადლია, ტახტზე გამოხატული იეროგლიფი  თამარ მეფის ერთ-ერთ სახელმწიფო სიმბოლოა,რასაც ანალოგი არა აქვს ქრისტიანულ  ცივილიზაციათა კულტურულ თუ სულიერ წარსულში. რომელიც დასაბამისეულ შუმერულ ლურსმული დამწერლობის იეროგლიფურ ნიმუშს წარმოადგენს და იკითხება, როგორც “ედენი”_ იგივე ედემი, ესე იგი სამოთხის ბაღი. Aამგვარად ძველ საქართველოში დასაბამისეული სამოთხის ბაღის მდებარეობის საიდუმლეობას, საქართველოს ტერიტორიულ მდებარეობას უკავშირებდნენ,რისი გადმოცემის ტრადიცია ისეთი ძველი იყო, რომ შუმერთა ცივილიზაციიდან თამარ მეფემდე მოაღწია.

9) ჰერალდიკური ფარის ქვედა მარჯვენა ნაწილში გამოხატულია ზეციური იერუსალიმი შვიდი ღრუბლით, რაც შვიდი ცის სიმბოლოა.

10) მარჯვენა პლანზე ღვთის მაკურთხებელი ხელია გამოხატული, რაც ერთგვარი კურთხევის ხატწერული სიმბოლოა. მის სახელოზე აღნიშნულია ასომთავრული ანბანით _ ანი და ჰოე, ანუ “მე ვარ   დასაწყისი და დასასრული”, იგივე ალფა და ომეგა. რაც ასევე ღვთის ძალას და მარადიულ მეუფებას გულისხმობს.

11) გარე და შიდა ფარის ცისფერი, ჭედური   ვარაყი,გულისხმობს ქრისტესგან მფარველობას(ცისფერი ფერი საერთოდ ქრისტეს ფერად მოიაზრება).

12)დიდ და პატარა ფარის ვარაყზე  დალურსმულობის რაოდენობა 7 შეადგენს რაც 7 ცის სიმბოლოა.

13) ფარის შიდა ღია ყვითელი ფონი ღვთაებრივი ნათლის სიმბოლოა ზეციურ იერუსალიმში.

14)ჰერალდიკური ფარის ვაზის ნაყოფით და რტოებით შემკობილობა ტრადიციული გამოხატულებაა ძველ ქართულ კანონინუკურ ხატწერასა თუ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, რაც საღვთისმეთყველო და ეზოთერული სიმბოლოებია,სახარებაში უფალი ბრძანებს:’’ მევარ ვენახი,მამაჩემი მევენახეა”ამავე დროს იგი მოუწოდებს ადამიანებს რომ ღვთის ძედ იწოდებიან ის ადამიანები ვინც ისმენს და დაიმარხავს ღვთის სიტყვას, რამეთუ მოვა ჟამი,როცა ადამიანებს ყურები ექნებათ და ვერ შეისმენენ თვალები ექნებათ და ვერ იხილავენ, რადგანაც მათ სულებს ცოდვა მოიცავს ვინაითგან არ შთაინერგეს ღვთის სიტყვა, ამიტომაც ბრძენ ქართველ წინაპართ გონიერად აუგიათ სიტყვა ღვთის შვილთა შესარქმევად თუ Mმამა ღმერთი მევენახეა და მისი ძე მისი სიტყვის მომტანი უფალი იესო ქრისტე, მაშინ Nნაყოფი ამ საღვთო ვენახისა ყოფილან ძენი, რომელიც მის სიტყვას ისმენენ ანუ ყურ ძენნი, გარდა ამისა ყურძენი ყოველთვის ასოცირდებოდა სიცოცხლის ხესთან და წმიდა ზიარებასთან ძველ ქართველთა შთაგონებაში. საქართველო ოდითგანვე ითვლება ვაზის და მეღვინეობის სამშობლოდ.არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ხშირ შემთხვევაში ვაზი ღვთისმშობლის სიმბოლოც არის,როგორც უხრწნელი მატერიის და კაცობრიობის გამუკვდავებელი ენერგიის,ამასვე გვიდასტურებს საქართველოს მეფე დემეტრე პირველისგან შექმნილი საგალობელი სახელწოდებით”შენ ხარ ვენახი ,,.ჰერალდიკურ ფარსა და  გვირგვინს შორის არსებული ცხრა წახნაგა სიმბოლო: შავ ზღვასა და კასპიის ზღვა შორის არსებული კავკასიის მთებია, იმ მიწებთან ერთად რომელზეც დასახლებული იყო ავტოქტონი ამაყი იბერიული მოდგმის ერები,თავად მათზე დადგმული გვირგვინი ერთგვარად ამ ხალთა საერთო წარმომავლობის სიმბოლოა და ამავე დროს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის, როგორც კავკასიის გამაერთიანებლის და ჰეგემონის. გვირგვინის ძოწის თვლებით შემკობილობაბა როგორც ზემოთავღნიშნეთ, ბაგრატიონთა ისიგნიებზე  თვისი ხალხის სამსხვერპლოდ გასაღებ სამეფო სისხლის სიმბოლოა,ხოლო ამთვლებითვე შედგენილი ეგრეთწოდებული ექვსქიმიანი დავითის ვარსკვლავი უშვალოდ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის სისხორცეულ ნათესაობას გულისხმობს ბიბლიურ მამამთავრებთან და კერძოდ მეფსალმუნე წმიდა მეფე დავითან, რაც ქართველ ერში ერთგვარი მრწამსისა და თაყვანისცემის ხატებად ითვლებოდა სამეფო ოჯახისადმი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეფე ლაშა-გიორგი ბაგრატოვანის პირად ხელრთვასა და დამღაში, დავითის ვარსკვლავია გამოყენებული,რაც კვლავაც გულისხმობს ზეციური იერუსალიმის მომლოდინეობას ჭვთისმშობლის მიწის მცველობას და ბიბლიურ მამამთავრებთან ნათესაობას

15)გვირგვინის ზემოთ არსებული გადაჯვარედინებული ორი ხმალი ,სიმბოლოა საკუთარი მიწის მყრობელობის საერისმთავრო ჰეგემონიის,თვით  ორი ხმალის  რაოდენობრივი მნიშვნელობა უნდა მოვიაზროთ: ერთი , ღვთის,იგივე მესიის მახვილად ერთობრივად განპიროვნებული მეორე საზეპურო ერის რმრთის ნების აღმასრულებლად აღმართულ მახვილად,ამავე დროს ამიერ და იმიერ საქართველოს ერთობის.

16) გერბის მუქ მწვანე ფონზე განთავსებულობა გულისხმობს მონარქისტული მწამსის კეთილშობილებასა  და სიწმინდეს,რადგან ჰერალდიკური და თელოგიური ტრადიციითმწვანე ფერი სულიწმიდის და ამავდროს კეთილშობილური წარმომავლობის სიმბოლოა.

17)გერბის საძირკველს მნიშვნელოვნად ამშვენებს ორგანიზაციის მრწამსის და კრედოს გამომხატველი მცნებანი: უფალი,მეფე სამშობლო ღირსება. რაც მეწამულ ფერ ლენტზე არის დაწერილი. მეწამული ფერი გულისხმობს დაღვრილ და დასაღვრელ სისხლს ამ წმინდა მცნებებისადმი,ამავდროს მეწამული ფერი ითვლება სიმბოლოდ საქართველოს საპატრიარქო მანტიისა, რომელიც ნიშნავს ქრისტეს კვართის მცველ ეკლესიას.

6. საქართველოს თავად-აზნაურთა 

სამეფო ლაიბგვარდიის დროშა

 

1)დროშის   ფერი მეწამული ქრისტეს კვართის სიმბოლოა.ხუთი ჯვარი ახალი იერუსალიმის სიმბოლოა. თეთრი და შავი ზოლი ჯვრისა,ჯვრით ცისა და მიწის ქორწინების სიმბოლოა.ეს ფერები ასევე შესაბამისია პირველი დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებისა და ქვაზე გამოხატული არქაული სიმბოლიკისა საქართელოში.გვირგვინი საღვთო მონარქიის სიმბოლოა,რომელიც უნდა აღდგეს საზეპურო ერის სამწყემსოთ უფლთან მის მეორედ მოსვლის დროს შესაგებებლად.(ამ ფერებში არ მოიაზრება არავითარი შესაბამისობა სხვა სახელმწიფოთა სიმბოლოების ფერების მნიშვნელობასთან).                                      

7.კავშირის წევრთა უფლება მოვალეობანი

1)გაწევრიანების მსურველი უნდა უწყოდეს და ემორჩილებოდეს კავშირში არსებულ წესდებას;                        

2) იგი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ერის თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც მზად არის სამსახუროდ საქართველოს სამეუფეო და სამეფო კარისა;

3) მას უნდა გააჩნდეს სულიერი ღირებულებები, არისტოკრატიული,რაინდული მანერები, დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;

4)კავშირში ყოფნა ყველა წევრისთვის ნებაყოფლობითია.

5)
კავშირის წევრად არჩეულნი იქნებიან რეკომენდაციით და პირადი განცხადების საფუძველზე,რომელსაც განიხილავს გამგეობის სხდომა და რიტუალური ინიციაციის ფორმით მიანიჭებს სრულ უფლებიან წევრობას.

6)
რეკომენდატორი აგებს პასუხს მისგან მოყვანილ პიროვნებაზე, იგი ავტომატურად ხდება მისი ხემძღვანელი კავშირში;

7)კავშირის დატოვება შეიძლება ახსნა-განმარტებითი
განცხადებით, კავშირის ადმინისტრაციაში,ასევე გარიცხვით, ვალდებულებათა და შიდა განაწესის დარღვევის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში გამგეობის
კრება განიხილავს გასარიცხის საკითხს;

8)კავშირის წევრი, უფლებამოსილია:

ა)მიიღოს მონაწილეობა საერთო კავშირის კრებაზე;

ბ)ჰქონდეს კრებაზე შენიშვნის,აზრის გამოთქმის,არჩევნებზე მონაწილეობის უფლება;

გ)ასევე არჩეული იქნას გამგეობის წევრად ან კავშირის რომელიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე;

დ)კავშირისაგან მოითხოვოს მისი სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დაცვა;

ე)ისარგებლოს კავშირის საინფორმაციო თუ  მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კავშირის ინტერესებს;

9)კავშირის წევრმა დროულად უნდა გადაიხადოს საწევრო გადასახადი,პროპაგანდა გაუწიოს კავშირის მიზნებს,დროულად გამოცხადდეს კავშირის საღონისძიებო მობილიზაციის დროს.

8.კავშირის ორგანოები

კავშირის ორგანოებია:

1)კავშირის გამგეობა[დარბაზი].

2)კავშირის საერთო კრება.

3)კავშირის სარევიზიო კომისია.     


9.რაინდული. პრიორიტეტები

1)კავშირის გამგეობის ეტიკეტი და თანამდეობრივი ეთიკა უნდა იყოს მსგავსი სამხედრო სუბორდინაციისა,დისციპლინირებული, თავაზიანი, სერიოზული და პასუხისმგებლობით აღსავსე,სადაც თვით გამგეობა იქნება სინონიმი- ოფიცერთა კორპუსისა, ხოლო თავმჯდომარე- სინონიმი სარდლისა, მთლიან მახელმძრვანელებელ ორგანოს ერქმევა დარბაზი.

2)როგორც ავღნიშნეთ, ლაიბგვარდიელის მაკორდინირებელი ქმედება, უნდა იყოს რაინდული ბუნებისა.რაც შემდეგომი სულიერი მდგომარეობით და მოღვაწეობით უნდა რეალიზირდებოდეს საწესდებო დაცვის გარემოებაში,ეს ის სასულიერი პრინციპებია,რასაც ქრისტიანული სარწმუნოება გვასწავლის,კერძოდ:

ა) დაცვა საღვთო ,,ათი მცნებისა‘‘;

ბ)თავგანწირვა სარწმუნოებისათვის, სამშობლოსათვის,   მეფისათვის;

გ)შენახვა პიროვნული ღირსებისა და კეთილშობილების სიწმინდისა.

10.კავშირის გამგეობა


1)კავშირის ხელმძღვანელი ორგანოა-კავშირის გამგეობა;

2)კავშირი უფლებამოსილია:

ა)აირჩიოს თავმჯდომარე;

ბ)მიიღოს გადაწყვეტილებები სხვადასხვა პროექტის განხილვასა თუ დადგენისას,მოიწვიოს გამგეობაში სარევიზიო კომისია რომელსაც თვითონვე დაამტკიცებს ამ საქმისთვის;

გ)მოიწვიოს კავშირის საერთო კრება;

დ)მიიღოს თუ გარიცხოს კავშირის წევრები;

ე)განიხილოს კომერციული თუ არაკომერციული წინადადებები კანონით და წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში;

ვ)საჭიროების შემთხვევაში, იმსჯელოს წესდებაში შესწორებებასა და სტრუკტურიზაცის შეტანაზე; ზ)გადაყვეტილება გამოიტანოს, დახურული თუ ღია სხდომის ჩატარებისა;

თ)მოიწვიოს სპეციალისტთა საკონსულტაციო ჯგუფი სპეციფიურ საკითხთა განსამარტავად;

3)კავშირის გამგეობა ვალდებულია;

ა)დაიცვას ბჭობის კონფედენციალობა;

ბ)მიღებული გადაწყვეტილება შესაჯამებლად და დასამტკიცებლად გადასცეს თავმჯდომარეს;

გ) გაითვალისწინოს საეთო კავშირის კრების და თითოული წევრის მოთხოვნები და წინადადებები,განიხილოს და შესაბამისად დააკმაყოფილოს;

4)გამგეობის წევრს უფლება არა აქვს, გამგეობის კრების ან თავჯდომარის შეუთანხმებლად გააკეთოს კავშირის სახელით განცხადებები.არაკომპეტენტური ქმედებისას,თუ შიდა განაწესის დარღვევისას, გამგეობის წევრი, მოხსნილი იქნება თანამდეობიდან ან საერთოდ გარიცხული იქნება კავშირიდან;

5)გამგეობის კრება ბათილად ჩაითვლება თუ გამგეობის წევრთა 2/3, ამავ დროს გამგეობის თავჯდომარე ან თავჯდომარის მიერ დანიშნული მოადგილე არ მიიღებს მასში მონაწილეობას;

6)გამგეობის კრება შეიძლება მოწვეული იქნას  თავჯდომარის მიერ კონკრეტული თუ საგანგებო ვითარების გამო,ან გამგეობის წევრის, მიზნობრივი დასაბუთების მქონე განცხადების საფუძველზე. კავშირის ადმინიტრაციულ მდივანთან.

11.კავშირის თავმჯდომარე  


1)გამგეობის თავმჯდომარე არის კავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი,იგი მოქმედებს კავშირის სახელით და წარმოადგენს მას სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების,აგრეთვე მესამე პირის წინაშე;

2)გამგეობის თავმჯდომარე აირჩევა გამგეობის წევრთა მიერ გამგეობის კრებაზე განსაზღვრული ვადით,გამგეობის

წევრთა შემადგენლობიდან;

3)გამგეობის თავმჯდომარე,ხემძღვანელობს კავშირის წევრთა საერთო კრებას და გამგეობის სხდომებს;

4)ხელს აწერს კავშირის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს,გარიგებებს;

5)ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;

6)გამგეობის წევრთა შემადგენლობიდან გამგეობასთან შეთანხმებით ნიშნავს თავის მოადგილეებს;

7)ამყარებს კავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან,სხვა ქვეყნების ანალოგიურ კავშირებთან და აწარმოებს კავშირის სახელით მიმოწერას;

8)წამომადგენელია და პასუხისმგებელია სამეფო კარზე კავშირის საქმიანობისა და სამეფო ხელისუფლების თანადგომისა,ან გამგეობის წევრებთან ერთად გადაწყვეტს შესაბამისი დელეგაციის შერჩევას გასაგზავნად;

9)თუ თავმჯდომარე ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობებს ან გადადგება,ამ შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე თავჯდომარის გადაწყვეტილებით,გამგეობასთან შეთანხმებით.


12. საწევრო შესატანი


საწევრო შესატანის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კავშირის გამგეობის კრება.               

13.კავშირის შემოსავლის წყარო და მატერიალური 
საკუთრება          


1)კავშირის ბიუჯეტს განსაზღვრავს შემოწირულობები და საწევრო შემოსავლები, რითაც უნდა განისაზგვროს საერო აქციისა და ღონისძიების დაფინანსება.                                      

2)კანონით გათვალისწინებული ნებადართული წესით,კავშირი შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას,რომლის მოგებასაც,მთლიანად მოახმარს კავშირის საზოგადოებრივ-მოღვაწეობრივ საქმიანობას.

3)ყოვლად დაუშვებელია კავშირის შემოსავლების წევრთა შორის განაწილება;

4)კავშირს საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება,გარდა სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ქონებისა;        

5)ბუღალტრულ მოქმედების ინფორმაციას განკარგავს გამგეობის წევრთა კრების ინიციატორული სარევიზიო კომისია.    

1
4. კავშირის დასაშვებ რეორგანიზააციის,

შეერთება, გაყოფა თუ ლიკვიდაციის შესახებ

1)კავშირის რეორგანიზაცია,შეერთება, გაყოფა, გაუქმება,განხორციელდება კანონით დადგენილი წესის მიხედვით;

2)კავშირის ლიკვიდაცია ხდება:

ა)რეგისტრაციის გაუქმებისას;

ბ)თუ კავშირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

გ)კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით;

3)კავშირის ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დამთავრდეს მიმდინარე სააქმეები,დადგინდეს მოთხოვნები,დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში,დაკმაყოფილდნენ კრედიტორები,დარჩენილი ქონება ნაწილდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4)ინფორმაცია კავშირის გაუქმების შესახებ გამოქვეყნდება პრესაში;

5)კავშირის ლიკვიდაციას ანხორციელებს გამგეობა.განსაკუთრებული გარემოების არსებობის დროსსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრიის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა ლიკვიდატორების დანიშვნის მოთხოვნით, ლიკვიდატორები პასუხს აგებენ,როგორც ხემძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები. 


15.დამატებითი დებულებანი


1)კავშირი იქნება და არსებობს განუსაზღვრელი ვადით;

2)იმ შემთხვევაში თუ წესდების რომელიმე მუხლი დაკარგავს ძალას ეს სულაც არ ნიშნავს,რომ თვით წესდებამ დაკარგა ძალა;

3)წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უნდა მოხდეს საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძვეიზე;

4)წესდების ცვლილება ძალაში შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო იურიდიული პირების რეესტრის უფლებამოსილ ორგანოში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დღიდან;

5)წესდება შედგენილია 7(შვიდ) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად.

16. გადაწყვეტილება დავის შემთხვევაში


1)კავშირის წევრებს,ასევე კავშირსა და წევრებს შორის წარმოქმნილი დავა გადაწყდება ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე,შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო;

2)კავშირსა და მესამე პირებს შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.